Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
alexic blog

ახლაც იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ.

მე მოგცემ ჩემს ხმას, სუნთქვას და თვალებს, სხვა არაფერი არა მაქვს მეტი.. მე მოგცემ ჩემს გულს, თუკი შენს ხელებს ძალუძთ ატარონ შიშველი ცეცხლი. მე მოგცემ ჩემს ფიქრს თუკი შენს სხეულს არ დაღლის მძიმე ვეება ფრთები......... მოდი, ყველაფერი მაპატიე,
რასაც დავაშავებ მომავალში!…
მოდი, შემეშველე, შემეხიდე
გულის გულიანად მოტანაში!

მოდი, ჩამახედე სულის სარკეს….
ნუთუ, ეჭვი ნდობას მოერია!
მინდა, დაგანახო ბილიკები,
ჩვენს ნაფეხურებს რომ მოელიან!

მოდი და თვალებში შემომხედე,
ყველაზე ალალი თვალებია…
ახლაც იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ.
ტყუილი არასდროს მყვარებია.

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

მოდი, ჩამახედე სულის სარკეს….
ნუთუ, ეჭვი ნდობას მოერია!
მინდა, დაგანახო ბილიკები,
ჩვენს ნაფეხურებს რომ მოელიან!
#2, 12.11.2011 - 07:29
მოდი, შემეშველე, შემეხიდე
გულის გულიანად მოტანაში!
#1, 25.09.2011 - 00:38
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.