Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
antoniusi blog

ქარი ნაზად გიფრიალებს კაბას

ქარი ნაზად გიფრიალებს კაბას,

ნარნარ სხეულს ნამი დასდებია.

შენს მკერდს თავზე დავიყრიდი ახლაც

ფურცელ - ფურცელ დაგაბნევდი იას.

მზეს ნაფერებ მწვანე თვალთა ჭრილში

ათასგვარი მზერა დაუმალავს.

ღამის ჩრდილში ვიგრძნობ ვნების შიმშილს

მერე ისევ დავცლი ფუნჯს და კალამს.

მეათასედ გამიმძაფრებ სურვილს

მწვავდეს ცეცხლი ვარდისფერი კერტის,

როგორც ვაზი: მწიფე, დასაწური

-ხელის გულზე შენი მკერდი მეკვრის.

ქარი ნაზად გიფრიალებს კაბას,

ნახატ სხეულს ცვარი დასდებია.

შენს მკერდს თავზე დავიყრიდი ახლაც

ფურცელ - ფურცელ დაგაბნევდი იას.




გოჩა ინასარიძე

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline antoniusi
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.