Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
antoniusi blog
ოთახში ბნელა, საათის ისარი კაცივით დადის,

ნეტა იწვიმოს... მირჩევნია წვეთების მარში.

დავხატე ყველა, ბოლოს ჩემი დამრეცი ლანდი

დავინახე და შემეშინდა, შესულა ხანში.



მე ამ ცხოვრებას ვერ გავუგე, ამაოდ ვცვალე:

ხასიათი, გრძნობები და ფერები თუნდაც.

ამასობაში გავიდა წლები ნელა და მალეც,

როგორც ბაზარში დაკარგული ფოლადის ხურდა.



ვფიქრობ ხანდახან, ვინა ვარ და რა უნდა ვპოვო.

რისთვის მოვედი ამ ქვეყანაზე - ვეძებო მუდამ?

მე უკვე ჩემი შევასრულე ცეკვაში სოლო

ახლა თუ გინდათ, მესროლეთ ვინმემ ტალახის გუნდა.




გოჩა ინასარიძე



Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

tedoqeti (34)
მე უკვე ჩემი შევასრულე ცეკვაში სოლო

ახლა თუ გინდათ, მესროლეთ ვინმემ ტალახის გუნდა.
#2, 10.12.2012 - 20:18
ვერ გეტყვი რატომ, მაგრამ ეგ ფინალი მე თვითონაც კი მომწონს...თუმცა როგორ არ ვიცი - რასაც გრძნობ, მერე ამოისვრი და დაახეთქებ ფურცელზე... - იმ განცდებს რა დაგავიწყებს....
10.12.2012 - 20:25
liberdadi (37)
მე ამ ცხოვრებას ვერ გავუგე, ამაოდ ვცვალე:

ხასიათი, გრძნობები და ფერები თუნდაც.

ამასობაში გავიდა წლები ნელა და მალეც,

როგორც ბაზარში დაკარგული ფოლადის ხურდა.
#1, 25.09.2011 - 11:02
26.09.2011 - 14:28
 

User
offline antoniusi
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.