Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
alexic blog

ცხელი სიყვარული

თბილისს ვარდისფერი,სახე გაუფითრდა,

ყელზე დაეკიდა მთვარე...

როგორ მენატრება,როგორ მენატრება,

ნაღდი თბილისური ღამე.

სანთლის სიჩუმეში,მკრთალი ფოთოლცვენა,

ბაღში მოწყენილი გედი,

ტაძრის სინაზეში,ჩიტის გადაფრენა,

თმები–მოქნეული ფრთები.

მტკვარი მოჩითული,ჭადრის ფარდაგებით,

ცხელი სიყვარულის როკვა,

მერე ცრემლები და მერე სინანული,

სიონის გალობა და ლოცვა.

მერე მთაწმინდაზე,დიდი ღამისთევა,

ვაჟას პოეზიის ცეცხლი,

ცისფერ ბილიკებზე,ლურჯი გარინდება,

გალას სისხლიანი ლექსი.

მერე სიგიჟე და თეთრი მწუხარება,

გული–გაგლეჯილი მთვარე.

ღმერთო მენატრება,როგორ მენატრება,

ნაღდი თბილისური ღამე!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.