Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Bob Dylan -_- Going, Going, Gon


მე მივაღწიე მწვერვალს, ამ ადგილს,
აქ რეალობა არ იდრიკება...
აქ სათქმელიც ხომ ბევრი არ არის,
აქ დასასრული უფრო იწყება.
და მე მივდივარ,
და მე მივდივარ,
და მე აღარ ვარ...

მივუჯახუნე ყდა ფურცლებს - წიგნის,
დავხურე აზრი მისი ტექსტების.
აღარ მადარდებს ვინ რა გზით მიდის,
ბილიკით, შარით თუ პროსპექტებით...
და მეც მივდივარ,
და მეც მივდივარ,
და მეც აღარ ვარ...

თემათა უბსკრულს ჩაკიდებული,
გადაკეთება თამაშით ვცადე.
უნდა წავაგო... ვარ ვალდებული,
ვიდრე გვიანი გამხდარა ძალზე...
და მეც მივდივარ,
და მეც მივდივარ,
და მეც აღარ ვარ...

გულს გავყოლოდი - მითხრა ბებიამ,
გზის დასასრულთან ვიგრძნობდი შვებას.
ოქრო თუ ხელში გაგბრწყინებია,
ნუ დასთმობ, გაცლის ნუ მისცემ ნებას.

მე მივდიოდი გზაზე,
უბსკრულს გამოვცდი, ვმგზავრობ.
სიცოცხლეს ვიტყობ სვლაზე,
ვიდრე დამიტევს თარო.
და მე მივდივარ,
უბრალოდ მივალ,
ვქრები უბრალოდ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.