Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
jima blog

საუბარი ნაძვებთან (ი.ნონეშვილი)

ამ მთაზე ამოსვლა როგორღა გაბედა,
არა ვარ ასეთი გოგონას მნახველი,
მოსულა თქვენთანაც და შეუბრალებლად,
დანით დაუხაზავს თავისი სახელი.

თქვენ ალბათ ტკივილებს გულშივე იქრობდით,
ზეცას ვერ შესძრავდით ზარით და კივილით,
როდესაც გსერავდათ, ნეტავ რას ფიქრობდა,
ნეტავ თუ ესმოდა ეგ თქვენი ტკივილი.

თქვენ ვიცი დასწყევლით, თქვენ ვიცი დასძრახავთ,
რა ვუყოთ, შლეგია და გადარეული,
აი, მე პატარა პოეტი გახლავართ,
მარადჟამს სუსტი და ფერგადალეული

და განა დამინდო?! არაფერს ჩამორჩა,
იხმარა ათასი ხერხი და მახენი,
ამხადა მკერდი და ზედ გულზე ამომჭრა,
ზედ გულზე ამომჭრა თავისი სახელი.

მაგრამ მე თქვენსავით არ ვკიცხავ ამაზე,
გავა დრო, ბავშვური ვნებებიც გაუვლის,
ისეთი კარგია, ისეთი ლამაზი,
შევუნდოთ, შევუნდოთ ეს დანაშაული!


Tags:

 
Interesting
positive votes: 37  |  negative votes: 0

Write comment:

Tasu (30)
რა ვუყოთ, შლეგია და გადარეული...
#2, 11.11.2012 - 18:36
solnishka (27)
rogor mikvars :))
#1, 25.09.2011 - 14:43
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.