Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
liberdadi blog
თურმე სიყვარული ოცნების ხესა ჰგავს,
გულში აქვს გადგმული ფესვი,
თავიდან ყველა პატარა ნერგსა რგავს,
მის დასაცავად ქარიშხლებს ებრძვის,
გულით კვებავს და გულითვე ათბობს
სანამ გარშემო ყველაფერს ათოვს.
ხე როცა მოიკრეფს ძალას,
როცა შემოიხვევს სხივებს,
მწვანე აბრეშუმის კაბას
დააყრის ყვავილის მძივებს-
მაშინ გრძნობ გაზაფხულს, სითბოს
და სიყვარულიც მზის გვირგვინს ითხოვს.
მაგრამ ყვავილობის ხანაც მიილევა,
თავისი დრო აქვს ყველაფერს რადგან,
ყვავილი ცვივა, ნაყოპი რჩება
და სიყვარულსჰი მწიფობა დადგა.
მერე შემოდგომის მოდის ფოთოლცვენა
და შიშველ სიყვარულს სცივა,
ყვითელი ფოთოლი დროდადრო ფრიალით,
თითო იმედივით, ცრემლებად სცვივა...
და უნდა გაათბო ისევ,
უნდა გამოკვებო გულით,
თუ გინდა აპრილის მზის ქვეშ
კვლავ იგრძნო გაზაფხული.
არ უნდა გაცივდეს გრძნობა,
ოცნების ხე რომ არ გახმეს,
მაგრამ შემოდგომის ქვიმებს,
მაგრამ შემოდგომის ქარებს
მხოლოდ ერთი გული ვეღარ დაამარცხებს...
გინახავთ ნატვრის ხე გზებზე?
ჭრელ ნაფლეთებით გალამაზებული,
ის აღარ აყვავდა მზეზე,
მისტვის აღარ დადგა მწვანე გაზაფხული.
 

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline liberdadi (37)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.