Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Bob Dylan -_- you're big girl now

ჩვენ ვისაუბრეთ მოკლედ და ტკბილად
და ჟრუანტელი უვლიდა ფეხებს.
და დავუბრუნდი წვიმის ხეტიალს,
შენ კი შემორჩი გამომშრალ ხმელეთს.

შენ რაც შესძელი, უფრო მეტია
ისე გაზრდილხარ ვერ გაწვდენ ხელებს.

ჩიტი მოაჯდა ჰორიზონტს - ღობის
და თავის ხარჯზე მიგალობს სევდას.
მეც ამ ჩიტივით, როგორც გამომდის,
შენთვის რომ ვგალობ გული კვლავ ფეთქავს.

იმედი მაქვს, რომ ეს ხმა შენც გესმის,
ხმა გალობისა ჩემი ცრემლების.

დრო მიჰქრის სწრაფად, რეაქტიულად,
გაზიარება გვრცხვენია ჩვენ კი.
ვფიცავ, რომ ძალმიძს ცვლა რეალურად,
ძნელი რატოა, რატოა შენთვის?..

ყველაფრის მიღმა ვიცვლები სრულად,
შენს თავსაც, გთხოვ, რომ მოსთხოვო მეტი.

„სიყვარული“ რა მარტივად ითქმის...
მას ეს დღეები, იცი, რომ ვსწავლობ?..
ვიცი სად გნახო, ყოველთვის თითქმის,
სხვის ოთახში ხარ... და სხვასთან სახლობ...

ძნელია გასცე ეს საფასური
და შენც გაზრდილხარ, რა თავგასული...

ამინდებს სჩვევიათ ექსტრემალობა,
მაგრამ ცხენთა ცვლას რაღა აზრი აქვს?...
გონიდან გასვლის მტკივა მრავლობა,
ყოველი წამის, რომ ტკივილი მკლავს.

გრძნობის საბადო გულში დაცალე
რაც ერთმანეთთან დავრჩით ცალცალკე...


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.