Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

BoB Dylan -_- Ballad Of Thin Man (ბალადა ცოდვილზე)


მოაბიჯებ ოთახში შენ
და ხელში გაქვს ფანქარი.
იქ ვიღაცას ხედავ - შიშველს
და შენც კითხულობ, „ვინ არის?“...
შენ დაძალებით ფიქრს ცდილობ
და მაინც ვერ ხსნი ამ ამბავს.
აბა რას იტყვი (რომ ფიქრობ),
სახლში თუ იტყვი, ანდა რას?...

აქ რაღაცა ხდება თითქოს,
რასაც ვერ ხვდები შენთვითონ...
ხო მართალია, მისტერ ჯონს?

თავაწეული კითხულობ,
„რა არის, აქ სხვა სად არის?“
ვიღაც განიშნებს უხმოდ,
„ნაწილი ხარო სიზმარის“.
კითხულობ, „ჩემი რა არის?“
„შენი რა არის?“ - გპასუხობს...
„მარტო ვარ ?... ვხედავ ვერავის...
და ღმერთს ეძახი, ღმერთს უხმობ.

აქ რაღაცა ხდება თითქოს,
რასაც ვერ ხვდები შენთვითონ...
ხო მართალია მისტერ ჯონს?

თქვენ შეიძინეთ ბილეთი
რათა მახინჯი გენახათ.
ვინც თავზე გადგას მხილებით,
ის, ვინც პასუხობს შენს ნათქვამს,
„აბა რასა გრძნობ შენ ამ დროს,
როცა მახინჯად იგრძნობ თავს?“
„ვერ წარმოვიდგენ“ პასუხობ
და ხელში გიდებს თავის ძვალს.

აქ რაღაცა ხდება თითქოს,
რასაც ვერ ხვდები შენთვითონ...
ხო მართალია მისტერ ჯონს?

რა მოსთვილს ყველა კონტაქტებს,
ბევრს იცნობ, უამრავ ხისმჭრელს.
უმალ მოჭრიან იმ ფაქტებს,
თავს რომ ესხმიან შენს ხილვებს.
არცერთს არ შერჩა პატივი,
ყველა შენს ხილვას მოელის.
და გმოწმობს რა ნორმატივი,
ნაქველმოქმედთა მფლობელის.
ნამყოფი პროფესორებთან,
მოსწონდათ შენი ხედვები.
სჯი ერთად სხვა ვექილებთან,
კეთრის არიგეთ ხვედრები.
შორს გასცდით თქვენ სკოტ ფიცჯერალდს,
მისი წიგნების დაზუთხვით.
ნაკითხები ხართ, ჩვენც გვჯერავს,
თქვენ ცნობადი ხართ სხვა კუთხით.

აქ რაღაცა ხდება თითქოს,
რასაც ვერ ხვდები შენთვითონ...
ხო მართალია მისტერ ჯონს?

ხმალიყლაპია გიჩოქებს
შენს წინ მიწაზე გაკრული.
პირჯვარს ისახავს, გიწოდებს
ხმალს, ქუსლთა გესმის ბაკუნი.
ახსნა ჩათვალა ზედმეტად
და გეკითხება თუ რას გრძნობ,
„ხახა დაგიღო შედეგად,
ასე სესხისთვის ის გმადლობს“.

აქ რაღაცა ხდება თითქოს,
რასაც ვერ ხვდები შენთვითონ...
ხო მართალია მისტერ ჯონს?

ცალთვალა ჯუჯა რომ ჯავრობს,
რომ გესვრის სიტყვას „ახლავე!“
და შენ კითხულობ, „რის გამო?“
და ის გპასუხობს, „ახლავე!“
და შენ კითხულობ, „რას ნიშნავს?“
და ის გიყვირის, „ძროხა ხარ!
ან რძე მომეცი, რა გიშავს?...
ან სახლში წადი - მომკვდარხარ!“

აქ რაღაცა ხდება თითქოს,
რასაც ვერ ხვდები შენთვითონ...
ხო მართალია მისტერ ჯონს?

და შემოდიხარ ოთახში
როგორც აქლემი - დაღვრემით.
მზერით ჯიბეში მოთავსდი
და ცხვირით მიწას ამღვრევდი.
სადღაც არსებობს კანონი,
შენს წინააღმდეგ ურტყამს წრეს.
არ უნდა იყო გამგონი
რომ ვეღარ იხსნი ყურსასმენს.

აქ რაღაცა ხდება თითქოს,
რასაც ვერ ხვდები შენთვითონ...
ხო მართალია მისტერ ჯონს?


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.