Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nona-davidova blog

თმის მოვლა

მაიონეზი თმას აჯანსაღებს

მაიონეზი გიყვართ და არაფრით ეთანხმებით იმ აზრს რომ ეს პროდუქტი მავნეა ორგანიზმისთვის?..

დასამშვიდებლად გეტყვით, რომ მაიონეზი უდავოდ სასარგებლოა თქვენი თმისთვის, მითუმეტეს თუ ის ზამთრის სიცივისგან ან ხშირი ღებვისგან გამომშრალი და დაზიანებულია...

მაიონეზის ნიღაბი , რომლის რეცეპტსაც ახლა გაგიმხელთ ნებისმიერი ტიპის თმას მოუხდება, თუმცა ნორმალური და ცხიმიანი თმის მქონე თავზე ის მხოლოდ ორ თვეში ერთხელ უნდა დაიდოთ...

ნიღბის მოზმადება ძალიან ადვილია, დაგჭირდებათ: ერთი ქილა ზეთისხილიანი მაიონეზი;
ერთი კვერცხის გული;
ერთი ცალი ერთჯერადი ცელოფანი;
თბილი პირსახოცი;



1. კარგად დაივარცხნეთ დასაბანი თმა და გაყავით ის რამდენიმე ნაწილად.

2. პატარა ჯამში ათქვიფეთ ზეთისხილიანი მაიონეზი და კვერცხის გული.
3. საგანგებოდ შეიზილეთ მიღებული მასა ჯერ თმის ძირებში, შემდეგ კი მთელ სიგრძეზე.

4. აიკეცეთ თმა და მჭიდროდ შემოიხვიეთ ერთჯერადი ცელოფანი.

5. ცელოფნის შემდეგ, თავზე მოიხვიეთ თბილი პირსახოცი.

6. ნიღბის ჩამობანა გრილი წყლით დაიწყეთ შემდეგ კი ჩვეული ტემპერატურის წყლით და შამპუნით დაიბანეთ.



მშრალი თმის შემთხვევაში, რეკომენდირებულია ამ ნიღბის მაქსიმალურად დიდი დროით გაჩერება.

ნორმალური თმიდან ნიღაბი ორ საათში უნდა ჩამოიბანოთ.

ცხიმიან თმაზე კი ერთ საათზე დიდხანს არ გაიჩეროთ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.