Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tttaaammmiii blog

ყოველთვის იყავი ღმერთთან, თუკი გინდა, რომ ღმერთიც შენთან იყოს..!

 იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე...  ჭეშმარიტი და სრულყოფილი სიხარული მხოლოდ მათ აქვთ, ვისშიც ღმერთია...ვისაც თავის თავში ღმერთი ჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს...უფალთან ერთად ყველგან სამოთხეა; მის გარეშე კი ყველგან ჯოჯოხეთია და სულის უნუგეშო მსხვრევა... განგების გზები ბურუსითაა მოცული და გონებისათვის მიუწვდომელია მათი ბედისწერა: მაგრამ სიკეთისმქმნელი ადამიანი შეიცნობს მათ...ო, სულო ჩემო! უფალი ყოველთვის შენთანაა, შენ კი ისე ცხოვრობ, თითქოს ის მეტისმეტად შორს იყოს შენგან...  უფალი ყველგანაა, შენ კი მის თვალთა წინაშე იმყოფები... ყოველი საქმის ქმნისას გონებაში გქონდეს, რომ ღმერთს ყოველი შენი გულისთქმა ესმის და არასდროს შესცოდავ...  თუ გსურს, ყოველი შენი საქმე კეთილად წარმართო, წარმოიდგინე, რომ ღმერთი მუდამ გიმზერს...  ღვთის ძალა ადამიანის ძალისხმევას არ საჭიროებს, ღმერთი სწორედ იქ ავლენს თავის ძალას, სადაც ადამიანის ძალა სუსტდება..  მაშ, ვის უნდა ვთხოვოთ შეწევნა და წყალობა, თუ არა - ყოვლადძლიერ და ყოვლადმოწყალე უფალს?. ღვთის დიდებულებასთან შედარებით დიდებული არაფერია, მისი სიკეთის წინაშე კი მცირედიც კი დიადია...  უფალი უზომოდ ძლიერია და უსაზღვროდ კეთილი....  "მცირესა ზედა" მადლიერი იყავი და უმეტესის ღირსი გახდები...  ისე არაფერი ესათნოება უფალს, როგორც - მადლიერება...  როგორებიც ვართ ღვთისათვის, ისეთია ღმერთი ჩვენთვის. ადიდე უფალი და თავად მიიღებ ჯილდოს მისგან...!

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

barbale (37)
sruli cheshmaritebaa!
#1, 26.09.2011 - 18:00
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.