Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

სხვა სამყაროში გამოღვიძებას ვინ გარისკავს?...

კვლავ ფენიქსივით დამტრიალებს თავზე იმედი,
მერამდენ აღსდა ჩაფერფლილი ოცნების მტრვისგან...
და როდესაც უმეცრებაში ვაზეიმებდი,
ბედი და განგება ერთად ხლართავდნენ ინტრიგას.

აქ ხომ ცას სწვდება ოცნებების მეგაპოლისი,
აქ, სადაც სიზმრები ჰკვეთენ სიცხადის მაგისტრალს.
სადაც ჩემს ბედთან ერთად წყდება ბედი ყოვლისი,
სხვა სამყაროში გამოღვიძებას ვინ გარისკავს?...

მეც - ჩაფერფლილი, ბრმად ვაბიჯებ მძინარე აწმყოს,
რადგან ვფიქრობ: სამყაროს ვერ ცვლი გამოღვიძებით.
თუ აღვსდგები განა მიწიერ წვრილმანებს არ ვცნობ?...
კვლავ დაემხობა ფენიქსიც ამ აღორძინებით.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.