Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gvanci-20 blog
ევა, დამაცადე ლექსის წერა,

ევა, მიმიხედე კაენს,

სულმა ემოცია გადიწერა,
...
სულში შემოდგომას კლავენ.

ევა, ფრთებზე ცეცხლი მიკიდია,

მიწას ნუ ემხობი პირქვე.

ხედავ, ქვეყნის ბოლოს, იმ კიდიდან,

ღმერთი ორივე ხელს გვიქნევს?!

ნუ მეძახი ადამიანს.

ევას - ნუ მეძახი ადამ.

აბა უკვდავება რაღად მინდა,

გვირგვინს ახლა შენს თავს ვადგამ.

ყველას დავუბრუნოთ თავ-თავისი,

ნურვის ნუ დავრჩებით ვალში,

ევა, სულზე ხელი გადამისვი,

ევა, მომიწყვიტე ვაშლი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

ძალიან მომეწონაა...ვინაა ავტორიი??
#1, 20.01.2012 - 19:13
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.