Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuna22 blog

მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამა ღმერთი

მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამა ღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.

წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა.
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.

მის წინ რიგში იდგნენ ზანგი თუ არაბნი,
ფრანგი თუ ვინ მოსთვლის ღვთისნებას მინდობილს,
ზოგს ველი არგუნა, ზოგს მთები ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,

ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთების კალთები
უფლის განაჩენი არ იყო სადავო
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ იყვნენ ქართველნი,
რიგი და ქართველნი? საიდან სადაო?

და როცა პირწმინდად გაიყო მთა-ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალო,
უეცრად ჩვენები სად იყვნენ, სად არა,
წარსდგნენ და ჰკითხეს: ჩვენ რა ვქნათ უფალო?


მიწის ამომხვნელნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ,
ფრიად დამამშვრალი სჩანდა თვით მეუფეც
განცვიფრდა! ვინა ხართ? სადა ხართ აქამდე?
მთელი დედამიწა დავყავი მე უკვე...

-ქართველნი გახლავართ!! გავშალეთ ნაბდები
შენი სადღეგრძელო თასებით დავცალეთ,
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო
და დაგვაგვიანდა, ჰე, ღმერთო მოწყალე
მეუფევ მაღალო!!!

და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავით
ცუდი თუ კარგი გაეცით მთლიანად,
რა ვუყოთ? ნუ სწუხართ, შენ კარგად იყავი,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა...

ალპებად, ანდებად თუ კავკასიონის მთებად,
აიწივნენ წარბები შეკრული.
-სად დაგაბინაოთ? არ არის იოლი
ასეთი მამაცნი, ლამაზნი, ერთგულნი.

სულ ყველა გავეცი ბილიკი, ჭიუხვი,
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
იქ კალთა დავბერტყე სიტურფის, სიუხვის,
საჩემოდ, სამოთხის ხეხილით ვამკობდი,

მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
ზეცაში ვიცხოვრებ...
ხოლო ეს ედემი
თქვენთვის დამითმია, დე იყოს ალალი..

და წაბრძნდა ღმერთი ცათ შინა
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი.
ამიტომ საქართველოს რა არ გააჩნია?!
ჰქუხს მისი სიტურფის, სიუხვის ამბავი.

უფალი ღმერთი კი არა თუ გინდათ მართალი,
აქ კალთა ჩვენს მშობელ ხალხს დაუბერტყია
და თუ საქართველო სამოთხე რად არის???
დავხედოთ, ქართველის ხელები გვეტყვიან!..

Tags:

 
Interesting
positive votes: 12  |  negative votes: 1

Write comment:

ჩემი გოგო 7 წლისაა. ბაღში 5 წლის რომ იყო უკვე იცოდა. 15 სეკტემბერს სკოლაში 3 პირველ კლასელთა შორის 1 იყო ვინც ამხელა ლექსი თქვა.
#8, 30.12.2016 - 20:08
#7, 30.12.2016 - 20:07
amaze uketesi leqsi ar arsebobs
#6, 30.11.2016 - 20:18
tantukela (31)
dalian magari leksia
#5, 17.11.2016 - 21:07
lalalala (28)
amis damwers moutyan suyvelaferi
#4, 03.10.2016 - 20:20
qoraa (26)
ioseb noneshvilis leqsia
#3, 18.09.2014 - 10:19
musmusa (26)
miyvars es leqsi.
#2, 27.09.2011 - 11:13
xatuna22 (39)
mec miyvars
#1, 26.09.2011 - 21:23
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.