Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tam0oo blog

ვიფრენდი..

მგონი დავთვერი..არა! მგონი კი არა ნამდვილად დავთვერი და ახლა ისე, როგორც ყველა მთვრალს მეც ყველანი ფეხზე მკიდიხართ...მათ შორის ყოველი აბსტრაქტული გრძნობაც..თუნდაც სიყვარული, ან მონატრება..მინდა ფრთები მქონდეს..ყველაზე მაღალი მწვერვალიდან გადმოვხტებოდი და აღარასოდეს დავაბიჯებდი ამ ბინძურ დედამიწაზე..ვიფრენდი..



"ცასწავალა" იცით? წაგიკითხავთ? აი, მასავით..ვიფრენდი ღრუბლებში მანამ სანამ არ შევიგრძნობდი თავისუფლებით გამოწვეულ ბედნიერებას და ბოლოს გახარებული მშვიდად დავეშვებოდი ამ, საძულვე და ამაზრზენ დედამიწაზე, მაგრამ არა ხალხში..არამედ სადმე მწვერვალზე..ყველასგან შორს და ჩემი სხეული გახდებოდა ფრინველთა საჯიჯგნი..ანდაც ცხოველთა ლუკმა..და მე ამითაც ბედნიერი ვიქნებოდი..
თანდათან, უფრო და უფრო მალე მეკიდება სასმელი..განა ბევრი? სულ რაღაც 2-3 ჭიქა და მერე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო..ვიმსჯელი და ვიკამათო.. მინდა ხოლმე რაღაც საინტერესოზე ვისაუბრო..ვიცინო უაზროდ და ვეკამათო საღად მოაზროვნე ადამიანს საღ თემაზე..ნეტავ როგორია საღი თემა? : ))
მოკლედ..მგონი ახლა ისე ვარ, რომ სჯობს აქ არაფერი ვწერო..აქ კი არა..არსადაც არ უნდა ვწერდე..: )) წავედი აბა..უნდა ვიყვირო და ყველას გავაგებინო, რომ ამ ქვეყნად არაფერზე დარდი არა ღირს..უნდა ვიცინოთ მხოლოდ..არა, აზრიანად კი არა? ისე უბრალოდ, და..უაზროდ..: )) მაგრამ ისე, რომ ჩვენი სიცილით ხალხს სიცოცხლით ვავსებდეთ და არა ვწამლავდეთ...წავედი ეხლა..მინდა გაიღიმოთ..სულ უბრალოდ გაიღიმოთ..და.. ბედნიერები იყოთ..: ))

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.