Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

შემოდგომა სევდიანი კაცივით მოვიდა ჩემამდე...

ლამაზი სიზმრები მქონდა...

ეხლა აღარ,,,გუშინაც კოშმარები მესიზმრა...ხან მოდიოდი,ხან ქრებოდი..

მტკიოდა სიზმარშიც..

მერე გათენდა...მესიამოვნა დილის განცდა...

შემოდგომა სევდიანი კაცივით მოვიდა ჩემამდე...ფინჯანი რძიანი ყავა მიხარია..სამსახურში ავტობუსით მივდივარ და ჩემი დაბადების დღის გეგმებს ვაწყობ...

მოვა?არ მოვა?მოვა?არ მოვა....

მე მინდა მოვიდეს და

ერთად ვიცეკვოთ ვალსი...თანამედროვე ცეკვებს ეგ ვერ ცეკვავს და.:))წარმოვიდგინე,როგორ ცეკვავას სალსას ჩემთან ერთად და ისეთი დაძაბული ვარ...

ან იქნებ სჯობს არ მოვიდეს და მთელი საღამო მხოლოდ მასზე ვიფიქრო.....ჰმ არა,,შენი ამბავი რომ ვიცი ცეკვით ფეხები გაგცვთება-მპასუხობს საკუთარი თავი...-წინა კვირას რამდენი იცეკვე მეზობლის ლადოსთან ერთად..კისკისებდი თავბრუსხვევამდე...

-მერე რა მოხდა?მე მხიარული ადამიანი ვარ..

მხიარული...

კონტროლიორები თითქმის ყველა გაჩერებზე ამოდიან...ბილეთებს ამოწმებენ,,ჯარიმებს აღარ წერენ უკვე...შეეჩვია საზოგადოება ცივილიზაციას და უბილეთოდ აღარავინ მგზავრობს..

მალე ჩემი ჩასვლის დროა...როგორი ერთფეროვანია ხშირად სამყარო და მხოლოდ ოცნებები ალამაზებენ ასეთ სევდიან დღეებს..

მოვა?არ მოვა მოვა...


Tags:

 
Interesting
positive votes: 10  |  negative votes: 0

Write comment:

magda-d83 (33)
მოვა...მოვა..აუცილებლად მოვა დადუნა...
#2, 27.09.2011 - 17:27
musmusa (26)
tan sevdiania da tan dzalian lamizi,nu me momewona.
#1, 27.09.2011 - 11:19
genacvale shen,didi madlobaoo patarav
27.09.2011 - 11:47
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.