Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

უქმე დილა

დილა გათენდა, მორიგი ფიქრი კვლავ იზმორება
და აპათია ნეტარს მთავაზობს - ტყვიით სუიციდს.
ყოფნიდან მანძილი არ ყოფნამდე გაიზომება,
და დასაბუთებულს წარმომიდგენს ახალ ალგორითმს.

დილა გათენდა და შესაკრებთა გადანაცვლებით,
რომ ვცდილობ მარტივი ციფრივით ჩემს თავზე გაყოფას.
ვფიქრობ: დავაკლდები დილას ჩემი გარდაცვალებით?...
ვინ შეამჩნევს მზის სხივებში ჩემი ჩრდილის არყოფნას?.

დილა გათენდა და ერთმანეთზე შემოჩვეული
მზერა გავცვალეთ, ჩვენც ვეღარა ვძლებთ უერთმანეთოდ.
დილა გათენდა და ხელთ მიჭირავს პარაბელუმი,
უქმე დღეა... საუზმემდე დენთით მინდა გავერთო.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

yunus (37)
kargia
#1, 27.09.2011 - 13:03
მადლობა.
27.09.2011 - 14:34
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.