Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tttaaammmiii blog

ის, ვინც უკეთ ხედავს და ვინც ოდნავ მეტადაა განათლებული, უნდა პატიობდეს და თანაუგრძნობდეს მოყვასს

  თუ სხვას არ მიუტევებ, ამით მას ვერაფერს დააკლებ, მხოლოდ საკუთარ თავს ავნებ...ხიდი, რომელზეც ყველანი გადავდივართ, დამნაშავეთა პატიებაა, და თუ დამნაშავეს არ პატიობ, ანგრევ ხიდს, რომელზეც უნდა გადასულიყავი. მაშ ასე, კარგი ნიმუში და მაგალითი გახდი სხვათათვის შენი კეთილი და ღმრთისსათნო საქმეებით, და ნუ ეცდები, რომ შენი ენით მოერიო ყველას... ან კი რა მიზეზი და რა საფუძველი გაქვს, რომ არ მიუტეო კაცსა შეცოდებანი მისნი? თუ შენ იყო ერთი სრული და ანგელოზთა მსგავსი კაცი, თუ თვით შენ არაოდეს არავისთვის არ გიწყენია, მაშინ კიდევ შეგეძლო სიმართლით არა მიტევებად მოყვსთა შეცოდებათა მათთა; გარნა რას ვიტყვი? მაშინ უმეტესად უნდა იყო მიმტევებელი და მოწყალე ყოვლისა კაცისათვის: უფალი ჩვენი იესო ქრისტე, უბიწო და უმანკო, ადვილად და მოწყალებით მიუტევებს ყოველს ცოდვილს კაცსა; ხოლო შენ თვითონაც ხარ ცოდვილი, თვითონაც უთუოდ მრავალგზის აწყინე და შესცოდე მოყვასთა შენთა. მაშასადამე, შენთვისაც საჭირო არს, რომ მოგიტეონ მოყვასთა შეცოდებანი შენნი; აწ შენცა მიუტევე გულწრფელად ყოველთა შეცოდებანი მათნი... გლოცავ თქვენცა მიუტეოთ და შეუნდოთ ურთიერთას ყოველნი შეცოდებანი სიტყვითნი და საქმითნი; ხოლო უფალი იესო იყოს საზოგადო ჩვენი შემწყნარებელი და მლხინებელი ყოველთა შინა ცოდვათა ჩვენთა. ამინ...არაფერს დაკარგავ იმისგან, რასაც მიუტევებ უფლის გამო, რადგან შესაბამის დროს მრავალჯერადად დაგიბრუნდება... საკუთარ თავს ნურაფერს აპატიებ, სხვას კი ყველაფერი შეუნდე.... დაფიქრდი, რა სჯობია, იყო ის, ვინც აწყენინა, თუ ვისაც აწყენინეს? უეჭველი უმჯობესია უდანაშაულო იყო, ვიდრე - დამნაშავე... შურს კი ნუ იძიებ, არამედ მიუტევე მოყვასს წყენა, იმიტომ, რომ თვითინ გჭირდება მიტევება ღვთისაგან- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი დაგინდობთ.....!

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.