Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tttaaammmiii blog

ყველას ისე მოექეცი, როგორც სუფთა სინდისი გიკარნახებს...

  სათნოებათა დასაბამი არის შიში ღმრთისა. გეშინოდეს ღმრთისა, გწყუროდეს ღმერთი და ყველას ისე მოექეცი, როგორც სუფთა სინდისი გიკარნახებს...ნუ უარყოფ სინდისს, შენთვის ყოველთვის საუკეთესოს მრჩეველს, რადგან ის შენ ღვთისა და ანგელოზთა რჩევას გთავაზოგს, გულის ფარული არაწმინდებისაგან გათავისუფლებს და ამ წუთისოფლიდან გასვლის შემდეგ ღმერთთან ყოფნით გაჯილდოვებს...ადამიანები, რომლებიც გულგრილად ეკიდებიან სულის ცხონების საქმეს, საკუთარ თავში სინდისის ხმის ჩახშობას, ჩვეულებრივ, ღმერთის მოწყალების იმედით ცდილობენ და თავს ასე ანუგეშებენ: "არა უშავს, ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი გაივლისო", და ცოდვილ ცხოვრებას განაგრძობენ. მაშ იცოდეთ, რომ ამგვარი ადამიანების იმედი ღმერთის მოწყალებაზე ამაოა, დაუსჯელობაზე ოცნება კი - ფუჭი... სინდისი უხილავი მსაჯულია, რომელიც ყოველი კაცის გულში ზის და მას ან აქებს, ან აძაგებს რომელიმე საქციელის გამო. ვისაც სურს უფრო ცხადად წარმოიდგინოს რა არის სინდისი, უნდა გაიხსენოს რა გამოუთქმელ სიტკბოებასა და სიხარულს გრძნობდა რომელიმე კეთილი საქმის აღსრულების შემდეგ და როგორი სირცხვილის გრძნობა წვავდა შემდგომად ბოროტი საქმის ჩადენისა...ყოველ ჩვენგანში რაც დაფარულია, იცის ღმერთმა და სინდისმა. ამიტომ, სწორედ ამათგან მივიღოთ გამოსწორება...ყოველი კაცი უნდა ეცადოს, რომ სინიდისი მისი იყოს მტკიცე და მახვილი, ესრე ვსთქვათ, უნდა გალესოს იგი. ნიჭსა ამას, ვითარცა სხვათა ნიჭთა კაცისათა, სჭირს გაზრდა და განმტკიცება. სინდისი სულსა შინა კაცისასა არს, ვითარცა ცეცხლი, რომელი ატფობს, ანათლებს გულსა; თუმცა შენ არ შეგიძლიან სრულიად გააქრო ცეცხლილ იგი, გარნა შეგიძლიან ესოდენ აანთო იგი, რომელ ჰქონდეს მას დიდი სინათლე და სიტფოება... სინდისი შენი მრავალგზის გასწავლის და გაფრთხილებს შენ..სუფთა სინდისი ლოცვით მოიპოვება, ხოლო სუფთა ლოცვა - სინდისით, რამეთუ მათი ბუნებიდან გამომდინარე ისინი ერთმანეთს საჭიროებენ...სინდისი პატარა ღმერთია! დაე, სინდისი იყოს შენი მორჩილების სარკე და ეს საკმარისი იქნება შენთვის...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.