Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
DATO2001 blog

დაუსრულებელი წერილი


(აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპული მეგობრის ტანსაცმლის ჯიბეში დაუსრულებელი წერილი იპოვეს)

ანა, სანგარში ვარ ახლა დაჭრილი და
ალბათ თხუთმეტ წუთში სისხლით დავიცლები,
ცოტაც მოითმინე, სულ სხვა აპრილიდან,
ერთად გაფრინდება შემზარავი წლები.

მალე იქნება, თუ ცოტა უფრო გვიან,
წლები გიწამლებენ, დროის ვეზირები,
ვკვდები, შენზე ფიქრში, შიში რას მიქვია,
როცა უკვდავებას მსხვერპლად ვეწირები?!

ვიცი მოგასკდება ცრემლის ნიაღვარი,
თვალებს დაგიკოცნის მზიან ტუჩებს მოგბანს,
ყველა გაჭირვებას მიწა მიაყარე,
ყველა მონატრებას – ბევრი უჩემობა.

ჰოდა, რომ გაივლის ჩემი აგვისტო და...
(ვნება მიწიერი წარსულს რაკი ძალავს...)
სულს სხვა ჩამოგიკრეფს აპრილს ატმის რტოდან.
და ჩემს სამარესთან მოსვლას აგიკრძალავს.

ახლა მატიანე ჩემს ბედს ინაწილებს,
სადღაც მიზანს ავცდი გზათა გამრუდებით...
ტყვიამ მომაცილა, - ტყვია მიმაცილებს,
ცრემლით მივდივარ და ცრემლად დავბრუნდები...

31.07.2010 18:07

Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

ai guli momikvda gepicebiii gmertma ashoros yvelas egeti tkivilii
#1, 03.10.2011 - 23:38
 

User
offline DATO2001 (32)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.