Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tttaaammmiii blog

საუკეთესო მოსახვეჭელი ერთგული მეგობარია....

 ნუგეში ზეციური მადლია, მხოლოდ ზეციდან, ზეციური მამულის შორეული სანახებიდან შეიძლება მისი მიღება. ამიტომ მეგობარი კი არ გვცემს ნუგეშს, არამედ ღმერთი გვიგზავნის მეგობარს ნუგეშად...მეგობრობაზე მშვენიერი ქვეყნად არაფერია. იგი ნუგეშია დღევანდელ ცხოვრებაში. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ამაღლებული და ძვირფასი, როდესაც შეგიძლია, გული გაუხსნა ვინმეს, გაუმხილო საიდუმლოება, გაანდო დაფარული? რა შეიძლება იყოს უფრო მანუგეშებელი რაიმე, ვიდრე ის, როდესაც გყავს გულწრფელად ერთგული ადამიანი, რომელიც შენი სიხარულით გაიხარებს და შენს ჭირს გაიზიარებს, დევნილობაში კი რჩევასა და ნუგეშს მოგცემს?!ერთგული მეგობარი ზურგს არ შეგაქცევს, როდესაც ბედნიერება გაქცევს ზურგს... თუ მეგობრის შეძენა გსურს, განსაცდელში შეიძინე და მყისვე ნუ მიენდობი მას. 
რადგან ზოგი მეგობარი თავისთვის ზრუნავს, გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება.
ზოგი მეგობარი მტრად გადაგექცევა და იბრძოლებს შენს დასამცირებლად.
ზოგი მეგობარი პურს გატეხს შენთან, მაგრამ გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება.
შენს მოკეთეთა შორის შენსავით მოიქცევა და შენს სახლეულებთან გულწრფელად ისაუბრებს;
მაგრამ თუ დაეცემი, გადაგიდგება და აღარ დაგენახვება.
მტრებს მოერიდე და ფრთხილად იყავი მეგობრებთან. ერთგული მეგობარი მტკიცე სიმაგრეა, მისი მპოვნელი საგანძურის მპოვნელია.
ერთგულ მეგობარს ვერავინ შეცვლის და მისი სიკეთე არ განიზომება.
  ერთგული მეგობარი ცხოვრების წამალია: უფლის მოშიშნი იპოვნიან მას...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.