Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tttaaammmiii blog

ბოროტსა სძლია კეთილმან, - არსება მისი გრძელია!

 აბსოლუტურია მხოლოდ ღმერთი... ბოროტება არ არის რა თვითარსებული ყოფიერება, არამედ მხოლოდ წინააღმდეგობა თავისუფალი ქმნილებისა და დასაბამიერი ყოფიერების – ღმერთის მიმართ, არ შეიძლება იყოს აბსოლუტური. ამიტომაც ბოროტება სუფთა სახით არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს... ყოველგვარი ბოროტება, შესრულებული თავისუფალი ქმნილებების მიერ პარაზიტულად ცხოვრობს სხეულზე. მისთვის აუცილებელია თავის თავში ნახოს გამართლება, წარსდგეს კეთილის სამოსელში გახვეული და ხანდახან ზეკეთილის სამოსელშიც, ბოროტება ყოველთვის და გარდაუვალად შეერევა ხოლმე რაღაც ნაწილით ფორმით დადებით ძიებას და ამ მხრით ხიბლავს ადამიანს. თავისი დადებითი ასპექტით ბოროტება მიისწრაფვის წარსდგეს ადამიანის წინაშე, როგორც იმდენად ღირებულების მქონედ, რომ მის მისაღწევად დაშვებულ იქნას ყველა საშუალება. ადამიანის ემპირიულ ყოფიერებაში აბსოლუტური სიკეთე არ მიიღწევა. ყოველგვარ ადამიანურ წამოწყებაში არის არასრულქმნილების რაღაც ნაწილი. ადამიანურ სიკეთეში არასრულქმნილების არსებობა, ერთი მხრივ, და გარდაუვალი არსებობა კეთილი საბაბისა ბოროტებაში – მეორე მხრივ, იწვევს იმას, რომ ძალიან ძნელია განასხვავო სიკეთე ბოროტებისაგან.  არაფერშია საჭირო უფლის შეწევნა ისე, როგორც ჩვენი ცხონების საქმეში, ვინაიდან არაფერში ვართ ისეთი სუსტები, როგორც - სიკეთის საქმეში.  ბოროტების და ცოდვის ქმნა თავადაც შეგვიძლია და ვცოდავთ კიდეც, მაგრამ სიკეთის კეთებას უფლის გარეშე ვერ შევძლებთ...  ყოველივე სიკეთე მხოლოდ უფალშია, ისე რომ, მის გარეშე და მის გარდა სიკეთე არ არსებობს...  იცხოვრე ისე, რომ შენი სული სიკეთისაკენ იყოს მიმართული.წმიდა საქმეა, სიკეთე აირჩიო სხვა არაფრისათვის, თუ არა - თვით სიკეთისათვის...  თუ მართალი ადამიანი ხარ, გეშინოდეს (ღვთის) რისხვისა, რათა არ დაეცე: თუ ცოდვილი ხარ, დაეყრდენი (ღვთის) გულმოწყალებას, რათა აღსდგე... წმიდა საქმეა სიკეთე აირჩიო სხვა არაფრისათვის, თუ არა თვით სიკეთისათვის..!

Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

kaia
#1, 25.01.2015 - 18:43
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.