Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
LLalikoo blog
ეს ფიქრები მხოლოდ მისია,
ამ სიყვარულის ვიცი ღირსია.
ოცნება ისევ გულში ტრიალებს,
ეს სიყვარული გამაფრთიანებს.
ოდესღაც ვიცი მაჩუქებ იებს,
ქვეყნად ყველაფერს მე გაპატიებ,
მაჩუქებ ჩემთვის სანატრელ სიტყვებს,
თავში ვალაგებ მოგროვილ ფიქრებს.
გულის ტკივილი არ მინდა ვიგრძნო,
ცივი ხელები შენით გამითბო,
გიყურო თვალებში, ხვდებოდე რას ვგრძნობ,
შევძლებ ამისთვის ბევრი რამ დავთმო.
ალბათ, ზედმეტად გინატრე გულში,
არ მინდა დაღლა რომ ვიგრძნო სულში,
ვცდილობ, გავექცე შემზარავ ფიქრებს,
მოვალ, სახეზე შეგახებ თითებს.
შენში უზომო სიკეთეს ვხედავ,
შენზე ოცნებას, ნატვრასაც ვბედავ,
ერთი თხოვნა მაქვს სულ იყო ასე,
არ შეიცვალო არასდროს სახე.
ყველა ნიღაბით დადის ამ ქვეყნად,
უშენოდ გულში მალე ღამდება.
არ დამინახავს შენში სიყალბე,
მაგ თვალებიდან მოსჩანს სიმართლე.
როცა ვერ გხედავ გულში ქარია,
და როცა გხედავ თბილი დარია.
ამ სიახლოვეს ვიცი რაც ჰქვია,
ვიცი, რომ მოხვალ ადრე თუ გვიან.
და თუ არ მოხვალ იცოდე ერთი,
გულში იქნები სულ ერთადერთი.
მარტო დარჩენა და უშენობა
მე მაგრძნობინებს ჩეს უმწეობას.
შენი სიცოცხლე, ბედნიერება
გულზე საამოდ თბილად მედება.
თუნდაც ვიცხოვრო უშენოდ, მარტო,
მარტოდაც ამ გულს ოცნებით ვათბობ.
ბედნიერება არის უზომო,
მე გავხდი თითქოს სუსტი, უღონო,
როცა ფიქრებში გაჩნდება გლოვა
იმედი ამბობს: “ ელოდე, მოვა! “
ამით არ მინდა გავალდებულო,
ჩემს გულში ამაყად გავარდებულო.
უბრალოდ მხოლოდ ერთს, სანატრელს გთხოვ,
რომ არ დასცინო იმას რასაც ვგრძნობ.


 

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

erorag (29)
tbili leeqsiaaa:*
#1, 28.09.2011 - 01:58
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.