Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

ბედნიერებას დავუძახე შენი სახელი...

დაშნის წვერივით მოუთმენლად იელვა ფრაზამ
და ფიქრმა შენზე ეს სულსწრაფი ლექსიც დაბადა.
როცა ისურვეს ჩემმა მხრებმა თითები შენი,
ვარსკვლავთა დასმა წამომასხა ნისლის ლაბადა.

გონმა დასცინა სულმდაბალთა დაწერილ მორალს,
თვით სიყვარულმა შობა ჩვენში ლტოლვა ცხოველი
ვნებით გითრთოდა საოცნებო სხეული ცხელი
და გრძნობის შიშმა გაგიშიშვლა ფიქრი ყოველი.

შევისისხლხორცე თითოეული ტკივილი შენი
და ჩემი სულით შეგიხვიე გულზე იარა.
შენი ცრემლები მეც ვიგრძენი ღამის თბილისში
და შუბლზე წვიმამ მირონივით ჩამოიარა.

შენი მხილველი, აფროდიტეც აღივსო შურით,
დასცა ეგეოსს ბრგე ტალღათა ეიფორია.
შენი ყოველი ამოსუნთქვით ვისუნთქე სითბო
და ახლა ვგრძნობ, რომ სიკვდილამდის თურმე შორია.

ბედნიერებას დავუძახე შენი სახელი.



Tags:

 
Interesting
positive votes: 22  |  negative votes: 0

Write comment:

rruru (53)
შევისისლხორცე თითეული ტკივილი შენი
და ჩემი სული შეგიხვია გულზე იარა
#1, 29.09.2011 - 19:10
შენი ცრემლები მეც ვიგრძენი ღამის თბილისში
და შუბლზე წვიმამ მირონივით ჩამოიარა.
29.09.2011 - 20:38
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.