Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
teo2929 blog

ბედს თუ "უწერიხარ", ის თვითონ მოგნახავს..:



იმ წინა ცხოვრების ვალი მაქვს,მგონია,
ცრის წვიმა,ჩამწივლა ქარმაც ყურს ქალივით,
ალბათ აქ სასჯელად ვიმკი ამ ფორიაქს,
ან მადლი დამაკლდა,ან მადლზე მარილი...
თოვს გარეთ,ომს ვაგებ
თავთან და ხსოვნასთან,
მომგვარეს ორგვარი განცდები ფიქრებმა,
რაც სულ არ მეგონა,
ხომ გატყდა,ხომ გაცვდა,
მეტი ამ ყოფაში კიდევ რა იქნება?
ეს დღე ჰგავს გაცრეცილ ფერების საუფლოს,
მერევა თოვლი და წვიმა და განწყობა...
ჩემს თავთან ისეთი ჩურჩულით ვსაუბრობ,
თითქოს დრო მისმენდეს ნაწყენი აწმყოდან...
ქარ-წვიმებს ვაძინებ ჩემს წარმოსახვაში,
აწი მე არ ვებრძვი თავსაც და ხსოვნასაც.
არ შველის არც ყვავი,არც მისი "ნახარში",
ბედს თუ "უწერიხარ",ის თვითონ მოგნახავს..

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.