Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
anuki1994 blog
მერე რა,თუკი ცხოვრება შენი, გაყენებს ტკივილს,
რა მოხდა,თუკი შენი გული ხშირ-ხშირად ჩივის,
მერე რა,თუკი სადარდებელს ვერავის ანდობ,
და შენს ტკივილს და გულისნადებს ცრემლებით ახშობ.
რა მოხდა,თუკი ზოგჯერ თეთრად ათენებ ღამეს
და ოცნებებში ჩაძირული გაჰყურებ მთვარეს.
ცხოვრება მაინც ლამაზია,სიკვდილს რად ნატრობ?
გულს რატომ იტეხ, ნახავ, ვისაც ყველაფერს ანდობ!
ცხოვრებამ დღეს თუ გადაგღალა, ხვალ ჰპოვებ შვებას,
ნუ მისცემ შენს თავს მარცხისა და დაცემის ნებას!
შენს ცრემლებს ღმერთი იცოდე, რომ ითვლის წვეთებად,
გწამდეს, რომ ცუდი შეიცვლება ლამაზ დღეებად!
გქონდეს იმედი! ნუ გაიტეხ დღეს გულს უბრალოდ,
გწამდეს მომავლის და გაქრება სევდა უკვალოდ!
ნატვრა გაქვს? ჰოდა შეეცადე, რომ ის აგიხდეს,
თესე სიკეთე,რომ ის შემდეგ სულ წინ დაგიხვდეს!
გახსოვდეს, ღმერთი არ გაწირავს მისგან გაჩენილს,
გქონდეს იმედი, უკეთ გალევ შენს, გზას დარჩენილს...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline anuki1994 (22)
საქართველო, თბილისი, ისანი-სამგორი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.