Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
liberdadi blog
მოვალ!
უძილობა უნდა ჩაგინესტო
სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები,
ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო
სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები.
მოვალ!
ის ტკივილი უნდა გაგინელო
გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით,
ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო
სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით.
არადა...
ოთახში მარტო ხარ მგონია,
ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან,
ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს
მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან.
იქნებ ...
ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა
მინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო
უნდა გაგაღვიძო! ძილი გადამიცდა
მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო.
მინდა...
ეგ დაჭრილი გული გაგიმთელო
სისხლად დაწრეტილი,ტკივილის ტარებით
შენი უცნაური მზერა დავიჩემო
სახლად გადავიქცე შენი წამწამების.
მოვალ!
ეს სიზმარი უნდა აგიცხადო
სცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები,
მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ,
კადრად დამიწყე... და ფილმად დავმთავრდები..
 

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline liberdadi (37)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.