Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ზღაპრების კითხვა,როგორც ყველა ბავშვს ,მეც ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა...

მეც მინდოდა მალე დიდობა და დევები თუ გაქრებოდნენ ჩემი ბავშვობიდან, ეს სრეულებითაც არ მეწყინებოდა...პირიქით მეშინოდა დევების..ცისკარაში რომ არიან დევები და დუ შაშის გაგორება ძალიან უნდათ, მე მათიც მეშინოდა...

”ბალნითაო?ბალნითაო?-”ეხლა მეცინება ამ სიტყვებზე და მენატრება დევების სამყარო თორე ბავშვობაში მეგონა ისინი მართლა მოვიდოდნენ და წამიყვანდნენ უსასრულოდ შორს..გუდაში გამახვევდნენ და მორჩებოდა ჩემი ზღაპრებიც...

ეხლა კი, როცა უკვე დიდი ვარ,ასეთი იმდენი დევი მყავს სულში,რომ ვერ დაიტევს დუნია...ჩემი დევები შეშლილები არიან...მუჯლუგუნს მკრავენ და ხან ალთას-ხან ბალთას მიკრავენ თავს,,,ეხლა მე ჩემი ზღაპრები მაქვს,,ჩემი გამოგონილი დასაწყისით და დასასრული არ ექნებათ არასოდეს...

დევები კეთილები არიან,ბევრ ადამიანეზე უფრო სათუთი გულები აქვთ ჩემს დევებს...ყურები ბალნით არა,ყვავილებით აქვს დაცული და სიკეთის მეტი არაფერი ესმით...ერთი მიკვირს უბრალოდ,რატომ უნდა მჭირდებოდეს მათი გამოგონება,როცა ზღაპრის ამდენი უთვალავი პერსონაჟი მყავს ირგვლივ?

რეალობა არასდროს მყოფნის...არ მყოფნის სიტყვები:მიყვარხარ,მენატრები,სად ხარ?მე უფრო მეტი მინდა...უფრო უსასრულო....

”რომ მნახავ,არ ჩამეხუტები?”-მკითხა და მე ვერ დავინახე მის მზერა...

ჩაგეხუტები ვუპასუხე და ამ ჩახუტებას არც დასაწყისი ექნება და არც დასასრული...

”ჩემ ენაზე მითარგმნე”-მთხოვა და გაეღიმა..

მისი ღიმილიც ვერ დავინახე,მაგრამ ვიგრძენი....ვიგრძენი ისე ახლოს მისი სუნთქვა,რომ მობზე კი არა თითქოს პირისპირ ვსაუბრობდით...თითქოს ადრე არასდროს ეთქვას რომ ვუყვარვარ,რომ ასეთი უსასრულოა ჩვენი სიყვარული...

მერე ძილიც გამიტყდა და ჩემი გამოგონილი დევები წერის საშუალებას არ მაძლევდნენ....დარბოდნენ ოთახიდან ოთხაში და რამდენი შეშლილია ქვეყნად...:)


Tags:

 
Interesting
positive votes: 11  |  negative votes: 0

Write comment:

NANONANIKO (43)
SIXARULOOOOOOOOOOOO,DZALIAN MAGARIAAAAAAAA
#6, 30.09.2011 - 11:29
madlobao nanuchoo
30.09.2011 - 16:38
არ მყოფნის სიტყვები:მიყვარხარ,მენატრები,სად ხარ?მე უფრო მეტი მინდა...უფრო უსასრულო....
#5, 29.09.2011 - 21:20
daxe1965 (52)
ჰო,გადავათვალიერე თქვენი ჩანაწერები,მომეწონა... მე არ ვიცოდი...ავტორობა მაინც საჭიროა...
#4, 29.09.2011 - 19:23
მადლობა დიდი****გაიხარეოო
29.09.2011 - 19:24
daxe1965 (52)
როგორც თქვენ გინდათ,მთავარია გასაგები იყოს ავტორის ვინაობა...საინტერესოდ წერთ და ავტორობა არ დამალოთ...
#3, 29.09.2011 - 19:20
დიდი მადლობა,,აქ დიდი ხანია ვდებ ბლოგებს და ამიტომ მგონია იციანთქო,რომ ჩემია...მადლობა
29.09.2011 - 19:21
daxe1965 (52)
კი,კარგია.... დაწერეთ თქვენი რომაა.....აქ უმრავლესობა სხვისას ასაღებს თავისად,როცა ავტორს არ უთითებს....
#2, 29.09.2011 - 18:57
ბოლოს მივაწერო,?
29.09.2011 - 19:17
daxe1965 (52)
ავტორი ვინ არის?
#1, 29.09.2011 - 17:09
me var,,mogewonat?
29.09.2011 - 18:08
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.