Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maniavalia blog

ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა,

ფარად მოგცეს არწივივით ქმარი.

შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა,

მარად იყოს სიყვარულით მთვრალი.

იყავ მშვიდი, მორჩილი და მთმენი,

შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა,

ბედნიერად ჩაგემარცვლოს დღენი,

ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა.

როგორ გშვენის ლერწმის ტანზე ფარჩა,

ვიწრო წელზე გიშრისფერი თმები,

ღვთისმშობელი აგარიდებს ავდარს

და მფარველი ანგელოზის ფრთები.

აშლიალე ლერწმის ტანზე ფარჩა,

აფრიალე თმები გიშრისფერი...

ქვეყანაზე არსად აღარ დარჩა

ერთი ქალიც, - შენი ფეხის მტვერი.
ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.