Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ia100 blog
ქალი წვიმაა ,ღრუბელი,ნამი ,ნესტის და
ნაპირის...
როცა გგონია ცრემლი სდის მაშინ
საერთოდ არ სტირის
როცა ამინდი მზიანობს ,თვალებს ირეკლავს
ტბებიდან...
ციცინათელებს როცა ხსნის ცხრაპირ დაწნული
თმებიდან...
მზერას რომ ატანს მთის კალთას,არწივებთან და
ჯიხვებთან
როცა მარტოა სევდასთან,მოგონებასთან,ფიქრებთან...
ნუ მოსთხოვ იმდენს ,რომ მერე დუმილის იქცეს ზიარად
ქალია,უნდა გახსოვდეს
ისე ძლიერიც კი-არა,რომ
მარტომ შეძლოს აკიბოს მთაზე ბილიკი ნაბიჯით
ხელი გეჭირა?...გაგიშვა?
შენ არ გაუშვა-გაგიჟდი?!
ქალი წვიმაა ხან მოვა...ხან ნისლად აკრეფს საფიქრალს
თეთრი ბრინჯივით დაგაბნევს მერე მოგდგება,
აგკრიფავს...
აიტან?-უნდა გიყვარდეს...უნდა გიყვარდეს ძალიან...
რადგან უბრალოდ სუსტი და...
მაინც ლამაზი ქალია!

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.