Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
andriatoreli blog

7 თვის წინ (ანუ როგორ გავხდი მამა)

სულ მაინტერესებდა, რა გემო აქვს შვილის დაბადების აღსანიშნავად, სამშობიაროსთან სახელდახელოდ გახსნილ შამპანურს, მაგრამ ვერ გავსინჯე.
მთელი ფეხმძიმობა სულ იმას ვეჩხუბებოდი მეუღლეს: რა არაპრეტენზიული ორსული ხარ, რამე ინატრეთქო, - მაგრამ გაგიგონიათ?! თითქმის არაფერი უნატრია. ერთადერთხელ, წინა ზამთარს, გაგანია იანვარში ინატრა: - ნეტა მოხარშული სიმინდი იქნებოდესო, დაკონსერვებული მოვიტანე, - ეგ არა, ბარჯისხევში მოხარშული სიმინდის ტაროები რომ იყიდება ის მინდაო და.. მოკლედ ნატვრა ვერ ავუსრულე, ჩამრჩა ხინჯად გულში.
სამხედროს ცხოვრება ასეთია, თითქმის მთელი წელი მხოლოდ დასაძინებლად გიწევს სახლში მისვლა, ან ვერ მიდიხარ. ამიტომ ისე გაირბინა 9 თვემ, თითქმის არც გამიგია. ისე ჩუმად აიტკივა მუცელი, ჩვეულებრივი ტკივილი მეგონა. თვითონაც ვერ მიხვდა, ამიტომ დილით, ჩვეულებრივ ადრე წავედი სამსახურში, ისე რომ არც არაფერს ველოდებოდი. ნახევარი საათის მისული ვიყავი ნაწილში დამირეკეს უკვე სამშობიაროსკენ მივდივართო და გამოვვარდი გულხეთქებით.
უკვე ბლოკში ჰყავდათ შეყვანილი, როცა მივაღწიე სამშობიარომდე. ბლოკთან მომლოდინე და უკვე ბედნიერი მშობლების სიმრავლეა - ზოგი შამპანურს სვამს, ზოგი ეწევა, ზოგი ახალშობილს უცქერის კარს მიღმა. თითქმის ვერავის ვამჩნევ... მორიგე ექთანს ხალათი გამოვართვი, ნიღაბი ავიფარე, ხელთათმანი გავიკეთე და ცხოვრებაში პირველად შევაბიჯე დაწესებულებაში, რომლის შესახებაც ქმრებმა ასე ცოტა რამ ვიცით...
...საწოლზე იწვა, ნაცრისფერი, რაღაც არაბუნებრივი ფერი ედო სახეზე. ფერის უჩვეულობას საავადმყოფოს ნერვების მოშლამდე თეთრი კედლებიც უსვამდნენ ხაზს.
- მიშველე ექიმო! - (ვერ მიცნო ხალათით და ნიღბით).
დავუჯექი თავთან, ვამშვიდებ, ვეფერები, აბა მეტი რა შემიძლია...
გადის ერთი საათი, მეორე, როგორც იქნა დაიწყო! ტკივილმა იმატა, ხმა თითქმის აღარა აქვს, ცივი ოფლი და ისევ ის საშინელი ფერი...
ომგამოვლილს, სისხლიც მინახავს, მკვდარიც და ტკივილიც, მაგრამ ასეთი ტკივილი და ასეთი ფერი არსად...
შეჰყავთ.
მეც მივყვები და ვგრძნობ როგორ მიჭერს მისი თითები ხელზე, ვხვდები, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს, რაც საფუძვლიანად შეცვლის ჩვენს ცხოვრებას, ან... არ მინდა ამ “ან”-ზე ფიქრი... ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად იქნება... ვფიქრობ და ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო, რადგან მხოლოდ მე მიყურებს და ჩემგან ელის შველას... თანდათან კულმინაციას აღწევს ტკივილი, უფროდაუფრო სუსტად მიჭერს ხელზე თითებს და ვგრძნობ რომ მეც მეცლება ღონე, უკანასკნელ მოთმინებას და ძალას ვიკრებთ ორივე, უკანასკნელი დაძაბვა და...
...გაჩნდა პაწია... ჩაისუნთქა თუ არა ჰაერი, იმწამს რაც გავიგონე მისი ტირილი იყო, ზარივით დატრიალდა ოთახში, ყურებში, ტვინში და ენერგია დამიბრუნა, არამარტო მე...
– გოგო რომ იყო, იცოდით? - მგონი ექიმი კითხულობს, - (რა დროს ეგაა!) - რაღაცას ვბუტბუტებ პასუხად და დედაშვილს ვუყურებ - დედას ნელნელა მოსდის ფერი, მაგრამ პაწია მოშავო-მოლურჯო ფერზეა, ჯერ თვალებიც კი არა აქვს ახელილი მაგრამ მაინც ეპოტინება დედის მკერდს...
სასწორზე აწვენენ, ტირის და ფეხებს იქნევს, იქვე დიდი ჭიქით სპირტი დევს, ფეხი ხვდება და სპირტი იღვრება - უკვე აფუჭებს რაღაცეებს - ისევ ექიმია ალბათ; კიდევ ერთხელ დავყურებ დედა-შვილს, ვრწმუნდები რომ ყველაფერი კარგადაა და გამოვდივარ თუ გამოვყავარ ბლოკიდან (რა ჯანი ჰქონია ამ გალეულ ექთანს!)...
...გარეთ ჩემები მელოდებიან, შამპანური, მოლოცვები, სიხარული, მაგრამ არაფრის თავი აღარა მაქვს, ყველა ემოცია, ყველა შეგრძნება ახლა ერთ წერტილზე ტრიალებს - პალატა, მეუღლე, ბავშვი, და აქ ითიშება ყველაფერი...
მაინტერესებდა, რა გემო აქვს შვილის დაბადების აღსანიშნავად, სამშობიაროსთან სახელდახელოდ გახსნილ შამპანურს, მაგრამ ვერ გავსინჯე...
სამაგიეროდ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ვნახე და გავიგე – ახალი სიცოცხლე სხვა სიცოცხლის რისკის ფასად, უდიდესი ტკივილისა და სტრესის ფასად ჩნდება. მეც და ჩემი მეუღლეც იმ წუთას ბავშვთან ერთად დავიბადეთ...
მე მამა გავხდი...

Tags:

 
Interesting
positive votes: 87  |  negative votes: 0

Write comment:

უღრმესი მადლობა, ბატონებო და ქალბატონებო, გმადლობთ, ამდენი სითბო რომ დამახვედრეთ ამ ბლოგზე, კიდევერთხელ გადავხედე ნაწერს და ხელახლა განვიცადე 15 თვის წინ განცდილი...
თქვენ წარმოიდგინეთ, მამაკაცს არანაკლებ, უფრო მეტადაც კი შეუძლია მსგავსი სიტუაციის ა სტრესის აღქმა, უბრალოდ, ყველა ვერ გადმოსცემს. ალბათ იშვიათი შემთხვევა ვარ ამ მხრივ. :)
#26, 02.10.2011 - 23:25
pupsik (34)
dzalian magariaaa.............vitireeee...............xmertma bednieri amyofos sheni pawawunaaa
#25, 01.10.2011 - 14:59
eka111 (34)
dzalian magaria,,vaime tirili ver shevikaveeee..umagresiaa..gmertma bednieri gamkopot
#24, 01.10.2011 - 14:06
gmertma gaizardot, gilocav
#23, 01.10.2011 - 13:44
ახალი სიცოცხლე სხვა სიცოცხლის რისკის ფასად, უდიდესი ტკივილისა და სტრესის ფასად ჩნდება
#22, 01.10.2011 - 13:44
dzalian magaria, GmerTma gabednierot:))
#21, 01.10.2011 - 13:38
nasasosali (35)
ulamazesad gaqvt gadmocemuliii, damburzglaaaaaaa ,gmertma gamravlot da gagaxarottttt
#20, 01.10.2011 - 12:42
umagreisa sagool
#19, 01.10.2011 - 11:54
giojohn (24)
... gilocav. gmertma gagizardos.ase megona vinme mweralis mier daweril poemas vkitxulobdi.shesrulebac dzaan magaria
#18, 01.10.2011 - 02:04
nununi (26)
vaime es ra cavikitxe aseti ram cxorvrebashi ar camikitxavs zalian magari sityvebia maladec ra ai sityvebic ar myofnis rogor davcero da ra davcero.... gaocebuli var magaria zaaaan
#17, 01.10.2011 - 00:54
1  2  3  [»] 

User
offline
offline andriatoreli (34)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.