Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuleba blog

მომენატრები

მომენატრები და ჯიუტად დაგიცდი მაინც,მხრებზე მოვისხავ მოლოდინით სევდის მანტიას.

ფიქრებით ჩუმად, მარცვალ-მარცვალ დავმარცვლავ დღეებს,
დადგა აპრილი? თუ ჯერ ისევ შლეგი მარტია?!...
ვგრძნობ მონატრება,როგორ ალღობს თითებით ყინულს,
შემომეპარა, ჩამეღვარა სხეულში სითბოდ.
ყოველი წუთი საუკუნედ მომეჩვენება,
თვალები გეძებს,გული უხმოდ გეძახის, გიხმობს.
მომენატრები სიგიჟემდე მომენატრები,
ფრჩხილებით დავხევ ამ საძულველ დუმილის ფარდას,
მე მოვალ შენთან, მოლოდინით დაღლილი ქალი,
თავს შეგახსენებ, აღარ მინდა ჯიუტად დაცდა!
მომენატრები , მივაშურებ ქათქათა ფურცელს
და მას მივანდობ ჩემი სულის უსაზღვრო სევდას,
შენი აჩრდილი გაიელვებს სულ რაღაც წამით,
ვით გაზაფხულზე მოელვარე მქუხარე ელვა.
მომენატრები და ჯიუტად დაგიცდი მაინც,
ვეღარ გავბედავ შენთან მოსვლას, ვიქნები ჩუმად...
თვალებში ისევ ჩამოწვება ღრუბელი სევდის,
ვიცი დავკარგავ წამებს, წუთებს ამაოდ, უქმად.

მომენატრები, სიგიჟემდე მომენატრები...


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.