Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
miltoni blog

სიტყვა-მიყვარხარ მინდა მოგანდო სადიდებელი ქების ქებათა

ვისმენ და ვისმენ უთვალავ ჰანგებს,
ვისმენ და ვისმენ სამყაროთ ბრუნვას,
იქნებ შენ მნახო, ან იქნებ ვინმემ,
წმინდანებს ღვთისფერთ უყვართ და უყვართ,
ვხედავ და ვხედავ სამოსელივით
... ხორბლის თავთავი ზედ პურს აცვია,
მხედარი მხედარს ფლოქვების თელვით
ჩემი მაჯების გავს პულსაციას,
სიტყვები სიტყვებს, სიზმარი სიზმარს,
მჭირდები, როგორც ძაფს ლაბირინთი,
მივყვები მივყვები, მიყვარს და მიყვარს,
წყალიც ღვინდება, მწამს და მივირთვი,
მკვდარი მკვდარსა და ცოცხალი ცოცხალს
ღია მთით აღმართი ღამეებს დღე ისვრის,
როგორ მიაგავს მერცხალი ლოცვას,
მიართვით მიართვით, კეისარს კეისრის,
სუნთქვები სუნთქვებს, ნაბიჯი ნაბიჯს,
მთავარანგელოზს, მთავარ ღირსებას,
აისი დაისს ნარინჯით დაჭრის
შენი ხმა ჩემსას მძივად მიებას,
კოსმოსი კოსმოსს, უფალი უფალს,
მთელს მზის სისტემას მტევანზე იტევს
ყვავილი, ყვავილს უყვარს და უყვარს,
რა სული უდგათ საგნებს და ნივთებს,
აქედან მოჩანს სამოთხის მხარე,
აქედან მოჩანს, აქედან მოჩანს,
თავი დავხარე, ჟამი დავთვალე
იყო და არ იყო, დაიწყო, მორჩა,
ისევ დაიწყო, ზეცა გამოჩნდა,
ან რამხელაა? ან როგორია?
მე გულში მიდევს საიდუმლო და
ქვეყნის შესაქმეს აპოლოგია,
ვისმენ და ვისმენ, ვამბობ და ვამბობ,
ვკარგავ, ვპოულობ, ან რა მებადა,
სიტყვა-მიყვარხარ მინდა მოგანდო
სადიდებელი ქების ქებათა

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline miltoni (46)
ბრიტანეთის ოკეანეთი, British Oceania



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.