Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
qeit10 blog

ლურჯი იები

მთებს შორის მწვანედ აფეთქებული
მოჩანს კლაკნილი,ვიწრო ხეობა.
გარბის ბუნების წამი ველური
თითქოს გვახსენებს ამაოებას.
აპრილის თვეში ფიანდაზებად
გზად გაფენილან ლურჯი იები
პიტალო კლდეებს საბურავებად
შემოხვევიან ნისლთა აფრები.
დაბლა,ჭალებში,თოვლივით თეთრი
ამოუყრიათ ნუშებს კვირტები
და. ..გაზაფხულის ამ მახარობელს
მხარს უმშვენებენ ატმის ტოტები.
ხეობის თავში წყარო ანკარა
მორაკრაკებს და სიმღერას მღერის
ზოგჯერ მშვიდია,ზოგჯერ მშფოთვარე,
ზოგჯერ კი...მორცხვობს პატარძალივით.
მსურს ,აქ შევჩერდე,დიდხანს ვუსმინო
ბუნების ხედის მთელ ამ სილაღეს
გულში ჩავიკრა და ჩავიხუტო
მთელი სამყარო...სიცოცხლით სავსე.
ა,ნუროშვილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 11  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.