Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuleba blog

ქალაქს მიმავალი ლუკას ჯავრიანი საფიქრალი

ჩვენ ვინ დაგვნიშნა გამრიგედ

ცა-ღრუბელ-ბედისწერისა?

ხშირად პატარა ქერონაც

არწივის რიხით მღერისა.

დადგენილი აქვს ზეცისგან,

წესი მწერ-მატლთა ჭერისა,

რა ესმის, უფლის ნებაა

ნიჭი არწივულ ფრენისა.

კაცთაც ეგრეა ცხოვრება,

ჩვენ-ჩვენი კალო გველისა,

სასო კი სუყველასა გვაქვ,

ზეციურ მწყალობელისა.

ჰო, ძველი ჩოხა მაცვია,

ხშირად მიშივა ცოლ-შვილსა,

არც რა ბარაქა ნათიბს აქვს,

არცა ნახნავს და მომკილსა.

მუხლჩაუხრელად ვმუშაკობ,

(ვერ კი ვღალატობ კალამსა),

არც ხატ-სალოცავს ვაკლდები,

ოჩხარს და ტირილ-ვარამსა.

ერთი მეც ვყავარ თემ-სოფელს

ხარი გამწევი უღლისა,

ჩემი ჯვარია, ზოგჯერ თუ

ტირილი მესმის ღრუბლისა.

თუ მთათა ნაფიქრს ვკითხულობ,

სულს ვუდგამ პირქუშ კლდესალსა,

არცრა ამის თქმით შვებაა,

სულს ვერ მიამებს მკვნესარსა.

ბევრჯერ მომკერძა ცხოვრებამ

სვე ობლისა და გერისა,

არ ვჩივი, მადლიერი ვარ

საუფლო განაჩენისა.

ეგეც ღვთის ნაბოძებია

უხვის და უშურველისა,

ჟამიჟამ დამბადებელი

ჩემი ხმით ფსალმუნს მღერისა.

ბარში ფშავლობით მწუნობენ,

აქაც მამჩნევენ ძნელადა,

ეგრე ახლოით კენჭთათვის

ლოდიც ჭირს საკვლეველადა.

ზოგჯერ პოეტად მთვლიან და

ვერც კი მამჩნევენ ხშირადა,

არ მიკვრს, ვიცნობ ამათ ზნეს,

მეც ფშაველი ვარ ძირადა.

ყველა მრჩევლებად დამიხდით,

ჩემს სიბედშავეს სჩივითა,

ერთხელაც დავიხულუზნებ

მთებიდან არწივივთა.

დრო მოვა, გამომარჩევენ

ობოლ მარგალიტს ნაცარში,

ჩემ კარზე ივლის ქვეყანა,

რო ფშავისხევი ლაშარში.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.