Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuleba blog

მე შემიძლია


მე შემიძლია შუაღამე დილად ვაქციო,
უკვე მოხუცი შევერცხლილი, ვიქცე პატარად,
მე შემიძლია ის უღელი მარტომ გავწიო,
მთელმა მსოფლიომ დაოთხილმაც, რომ ვერ ატარა.

მე შემიძლია იმედები დავჭრა დარდებით,
და დარდებს ვთხოვო უსასრულოდ, იქცნენ იმედად,
მე შემიძლია უდაბნოში ვთესო ვარდები
და აყვავება ვიზეიმო მათი იებად!

მე შემიძლია ადაჯიო პრესტოდ დავღვარო
და პრესტოები ადაჯიოდ გულში ჩაგიწნა,
მე შემიძლია ჯერ ვენერულ კოცნით დაგღალო,
მერე ამტყდარი მგზნებარება გულში ჩაგიწვა.

მე შემიძლია ჩემი თავი თავად გავნგმირო
და გატრუნული უძრაობა ვიქცე ფენიქსად,
მე შემიძლია ობელისკი, რომ გავაგმირო
და თუ ვისურვებ ავასვეტო კვლავ ობელისკად!

მე შემიძლია მერმისები აწმყოდ გავლექსო,
წარსულის დღეთა მოგონება გაგახედნინო,
მე შემიძლია მორცხვი სული ჯანყით დაგგეშო,
უზენაესი ნეტარება გაგაბედინო.

მე შემიძლია ვიხმო მუზა უკუნ ღამეში,
დარდთა დასეტყვით კიდევ ერთი ლექსი მოვნათლო
და მოლბერტებზე გადაშოლტილ თეთრ ტილოებზე,
ლურჯად ელვარე მარინები ფუნჯით მოვხატო.

მე შემიძლია ვიყო მარტიც და იანვარი
ჯერ არ განცდილი სითბოების კერად გიქციო,
მე შემიძლია უძრაობას დავქროლო ქარით
და სიძულვილი სიყვარულად გადაგიქციო.

მე ყველაფერი შემიძლია, არ გინდა გარჯა
ხელის გულივით გადაგიშლი მთელს ჩვენ სამყაროს,
მე ყველაფერი შემიძლია იმ ერთის გარდა:
არ მძალუძს შენი მონატრება რამით შევცვალო...

• • •
სოფიო ფუტკარაძე
• • •

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.