Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Eagle89 blog

ერთი პატარა ისტორიის მცირე ნაწილი

"ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც "


ეს მოხდა 2009 წლის 13 სექტემბერს, სღამო ხანს, თბილისი საღამოს ბინდის საბანში იყო გახვეუილი, როდესაც ლადოს დაბადების დღეზე მეგობარი მივიდა. ქართული წესისამებრ ყველაფერი მომზადებული იყო და მხოლოდ სტუმრების შემოსხდომასღა ელოდებოდა.

- გაუმარჯოს ლავიდ, გილოცავ ბიჭო დაბადების დღეს, მრავალს დაესცარი....

- ზდაროვა გიო, მადლობა გაიხარე. ბიჭო შენთან ერთი თხოვნა მაქვს რა, ძმურში უარი არ მითხრა დღეს შენ უნდა ითამადო.

- სხვა არავინაა? ოთოს ან თუშის რომ უთხრა?

- არა ძმურში შენ მინდა ითამადო..

- კარგი რაზეა ლაპარაკი

- ჯიგარი ხარ.

როდესაც სტუმრების უმრავლესობა მოვიდა, სუფრას შემოუსხდნენ ჩვენი გმირები და დაიწყეს ზეიმი. ერთი შხედვით ყველაფერი ბრწყინვალედ მიდიოდა. გიო ღირსეულად ეწეოდა თამადობის ჭაპანს. სრულყოფილი სუფრა იყო, სადღეგრძელოები თავის დროზე, საუბარი, დისკუსიები, ხალხური სიმღერები, მაგრამ....

გიორგი მანდილოსნების სადღეგრძელოს ამბობდა და ამ დროს უეცრად კარებზე ზარი ირეკება, ლადო დგება და მიდის, აღებს კარს და შემოყავს თავისი მეგობარი. ეს იყო მშვენიერი გოგონა, უბრალოდ მშვენიერი კი არა, მიწაზე ჩამოსული ანგელოზი, თვალებში რომ შეგეხედათ მიხვდებოდით რა ყოვლისმომცველი მზერა იყო და უეჭველად იფიქრებდით სამოთხე ამქვეყნად სადმე თუ არსებობს ამ გოგოს თვალებშიაო... გიომ სადღეგრძელო ვეღარ განაგრძო, მხოლოდ მიუტრიალდა ახალმოსულ გოგონას და ენაბორძიკით უთხრა:

- თქვენ გაგიმარჯოთ....

როდესაც ჭიქა დალია დაჯდა მიუტრიალდა ლადოს

- ლავიდ ბიჭო ეს ვინ არის?

- ეს ჩემი მეგობარია, ლილი ქვია

ლადომ გიოს შეხედა და სახე შეეშმუშნა

- ბიჭო რაღაც სახე შეგეცვალა, ხო ყველაფერი კარგადაა? ლილი მოგეწონა?

- არა ბიჭო რა მომეწონა, ხომ არ გაგიჟდი არ ვიცნობ საერთოდ.

- სიყვარულმა ეგეთები არ იცის ძმაო, ეგ შენ ჩემზე უკეთ იცი...

- ხო რავი ვერაფერი გამიგია რა.

- ისე რომ იცოდე მაგას შეყვარებული ყავს.

- რა ვქნა მერე ყავდეს, სიყვარულს კი არ ვუხსნი.

- მგონი ცუდადაა საქმე რაღაც არ მომწონხარ....

- კაი რა ცუდად არა... ყველაფერი მშვენივრადაა.

ლილის მისვლის შემდეგ კიდევ კარგა ხანს გასტანა სუფრამ, თუმცა გიო აირია, სუფრის თამადობაზე ვეღარ ფიქრობდა, ერთადერთი რაც აინტერესებდა იყო ის, თუ ვინ იყო ლადოს მეგობარი ლილი და ვაი რომ მოგვიანებით გაიგო...


გაგრძელება იქნება რამდენიმე ნაწილად.




Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

Eagle89 (29)
iqneba damtavrebac aucileblad
#5, 30.09.2011 - 13:17
makvala1 (59)
ratom ar daamtavret?? amda ra komentari unda gauketo daumtavrebel motxrobas??
#4, 30.09.2011 - 13:13
musmusa (26)
gaagrdzelet raaaa
#3, 30.09.2011 - 13:00
Madona2507 (32)
gagrdzeleba iqneba?????
#2, 30.09.2011 - 12:38
emzariko (97)
mogvianebit gaigo. . . .
#1, 30.09.2011 - 12:16
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.