Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maikela- blog

მე სილამაზის მონა გავხდი

მე სილამაზის მონა გავხდი შენი ნახვისას
თუმცა მეგონა შენი თვალები ვერ მაცდუნებდა,
მე რა ვიცოდი შენი თვალები ზეცად შობილნი
ულევ სიყვარულს, ბედნიერებას თუ მაჩუქებდა.

როდესაც გნახე მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი გული
შენი ღიმილით უბრძოლველად დაიმორჩილე,
მიუწვდომელი და უკარება, ამაყი სული
ერთი შეხედვით და გაღიმებით დაიმორჩილე.

შენი თვალების, თმების, ტუჩების ერთობლიობა
ქმნიან ამ ქვეყნად ულამაზეს უზადო სახეს,
შენი ნახვისას ასე მგონია ზეციდან მესმის
ანგელოზები იმეორებენ ჩუმად შენს სახელს

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline maikela- (25)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.