Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maavru blog

ნეტა გიყვარდეე... (((

ჭიქას ავწევ და შენ მელანდები,
წითელ ღვინოში ხატებად გხედავ,
რო
გამოვცალო დამენანება,
გულში გავივლებ-,, სადა ხარ ნეტავ?''

მე მებადური ვხდები ოცნებით,
შენ ოქროს თევზი იმ ჭიქის ფსკერზე,
მე და ოცნება ერთად ვინთებით,
გეალერსები ჩამოშლილ თმებზე.

მერე გამოვცლი ღვინოს ჭიქიდან
შენც გამიქრები იმასთან ერთად,
ჩამოვასხამ და ისევ თავიდან
დამიბრუნდები, მიქარვებ სევდას.

იქნებ დამწამო ეხლა სიმთვრალე,
ბოდვად მიიღო ჩემი სიტყვები,
მოვესწრებოდე რომ შენ გიყვარდე,
მაშინ ფხიზელიც მთვრალი ვიქნები!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.