Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maavru blog

ნიკო გომელაურიიი... ((

ღმერთს არ სცალია თავში რომ გვირტყას,

რომ დაგვიმტკიცოს რა მართალია,

გულმოწყალეა დაგვიგდებს სიტყვას,

უცოდველობით გადამთვრალია,

ჩვენ კი გვცალია რომ ვიმეტიჩროთ,

ჩვენი რა მიდის რა გვენაღვლება,

სხვისი ლურსმნები რატომ შევირჭოთ,

უკვე შეირჭო ცოდვის ამბებმა,

შენ ხომ გადარჩი, მე ხომ გადავრჩი,

ვინ რას დაეძებს სულებს ნაქურდალს,

მძიმე ყოფილა ჯვარი აღმართში,

მაგრამ მთის თავში თურმე დახურავს.

შენ ხომ გადარჩი, მე ხომ გადავრჩი,

ღადავ ღადავში, ღადავ ღადავში

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.