Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
liberdadi blog
დარდი უსიტყვოდ შემოდის გულში
დღე დაბინდული მთვარეს მოელის,
აღარ ვიხსენებ რა მოხდა გუშინ
შენ გეკითხები-რატომ მოხვედი?

რატომ მოხვედი,ხომ წარსულია
ხომ ვერ იწამე ვერცერთი სიტყვის,
ის დრო ბედისგან ხაზგასმულია...
ხომ ყველაფერი დასრულდა თითქმის...

ახლა არ იყო დრო გახსენების
ვიღას ჭირდები უგულო,მცველად
ეს გამოჩენაც ხომ გასვენების
ყვავილებივით სიცოცხლეს სცელავს...

რატომ მოხვედი,რამ შეგაწუხა?
თუ კიდევ რამე დაგრჩა უთქმელი?
თუ,ყველაფერი ჯერ არ დასრულდა
და რომ ვირწმუნო დროა-უფლების

ან იქნებ გსურდა ჩემთვის ტკივილის
ძველი სიმძაფრით განმეორება,
იქნებ ჩაგესმა შვილის ტირილი
გაღვიძებული შეგრჩა ოცნება...

რატომ გამიქრი როგორც სიზმარი
გთხოვ მომიტევო ეს ერთი ბოდვაც...
ვიცი,ვიხსენებ,შენ ხომ მითხარი
რომ აღარ მოხვალ,რომ აღარ მოხვალ...
 

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline liberdadi (37)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.