Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninka80 blog

მე მოვალ შენთან!

მე მოვალ შენთან! –ბანალური არის სიტყვები... ზუსტად ისეთი, როგორც ახლა ჩვენი განწყობა... არაფერს გეტყვი,შენ ყველაფერს ისეც მიხვდები – წასვლისას ყველა გულნატკენიც ასე ამბობდა... . დამელოდები? –არც ეს კითხვა არის ახალი და უფრო ხშირად პასუხია – თავის დაქნევა... ისიც იცი, რომ არაფერი აღარ მახარებს და მხოლოდ ძველი სურვილია –კვლავ გადარევა! . რითმებიც ძველი –მაგ ცრემლების ტბებმა დატბორა გემი, რომელიც ტრფობის ზღვაში დიდხანს ვატარე... და ალბათ ფიქრობ –რა იქნება ის მეტაფორა ჩემს მოსვლას ახლა, ბოლო სტროფში რომ შევადარებ... . დაგელოდები! –თავის ქნევით მპასუხობ რახან და წამწამებიც სინანულის ფერით მორთულან... მე მოვალ შენთან!როგორც...თოვლი მოვიდა შარშან! შარშან კი...თოვლი... როგორც მახსოვს... სულ არ მოსულა..

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ninka80 (36)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.