Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninka80 blog

მე მინდა "ათასი წლის" მერე, პირველი მე წავიდე იქეთ და მერე ჩემი "მეგულება"....

ქალისთვის, ისევე როგორც კაცისთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, როცა იცი, რომ ვიღაც გეგულება, ვინც გიხარია და ვისთვისაც გიხარია. როცა ერთ გულს რაღაც უხარია და მეორე გული "ამენს" შესძახებს, სადაც არ უნდა იყოს. როცა ერთს სტკივა და ამ ერთის ტვინი ორივეს სხეულში თანაბრად აგზავნის ტკივილის სიგნალს. როცა გაიღვიძებ და იცი, რომ ვიღაცის დილა შენი გაღვიძებიდან იწყება, თუნდაც სამყაროს ორ სხვადასხვა წერტილში თენდებოდეს ორი დილა. როცა იცი, რომ სულაც რომ გრავიტაცია შეჩერდეს, საყრდენი არ გამოგეცლება. როცა იცი, რომ უკანასკნელი სუნთქვის მარაგს გაგიყოფენ. როცა არაფრის გეშინია იმიტომ, რომ გულის, სულის და სხეულის დონორი გყავს. როცა იცი, რომ შენი ნახშიროჟანგი მისთვის ჟანგბადია და მისი შენი. როცა იცი, რომ რაც არ უნდა გაიბზარო, დროს არ იხელთებენ რომ წყლად იქცნენ, რათა მერე წვეთ-წვეთად გაიპარონ შენი ნაპრალებიდან. როცა ეს ყველაფერი ერთ სიტყვაში ეტევა - როცა იცი, რომ უბრალოდ გე - გულ -ება!!! მე მინდა "ათასი წლის" მერე, პირველი მე წავიდე იქეთ და მერე ჩემი "მეგულება"....

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ninka80 (36)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.