Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
teo2929 blog

Я помню чудное мгновенье





მე მახსოვს წამის ის სასწაული,

როცა პირველად შენ დაგინახე,

ვიყავ ზმანებით გაოცებული,

გენიით წმინდა ლამაზი სახის.


ალიაქოთი სულს მიხუთავდა

და უნუგეშო სევდით კირთებულს,

მესმოდა დიდხანს ეგ ხმა სათუთი,

მესიზმრებოდა ნაზი ნაკვთები.


რბიოდნენ წლები და ოცნებები

მიმოიფანტნენ ქართა კვეთებით,

სმენა მაგ ნაზი ხმით არ მიტკბება

და დავივიწყე შენი ნაკვთები.


ბნელი ჯურღმულის საგონებელში

მიჩანჩალებდნენ დღენი ამაოდ

უღვთოდ, უცრემლოდ, უშთაგონებოდ,

უსიყვარულოდ და უღიმღამოდ.


სულს კვლავ ეწვია მივიწყებული

გრძნობა, ხელახლა როს დაგინახე,

ვიყავ ზმანებით გაოცებული,

გენიით წმინდა ლამაზი სახის.


გული კვლავ მიცემს აღტაცებული

და მისთვის აღდგნენ მიძინებული

ზეშთაგონებაც, ღვთაებაც, ცრემლიც,

ცხოვრების ჟინიც და სიყვარულიც.


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

venom1992 (25)
rusulad ufro kargad jgers mgoni xo ? : )) targmanshi bevri ram ikargeba
#1, 11.10.2011 - 14:49
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.