Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
miltoni blog

ქვეყნის გადაღმა ვინცა ხართ, იქით, მე შემიძლია სიტყვები გითხრათ

ქვეყნის გადაღმა ვინცა ხართ, იქით,
მე შემიძლია სიტყვები გითხრათ,
მე შემიძლია ხმა საიდუმლო
დღეს მოგაწვდინოთ, სამოთხედ სიზმრად,

... ქვეყნის გადაღმა ვინცა ხართ, თქვენსკენ,
მე შემიძლია დღესვე გესტუმროთ,
დღეს ჩემი სული დაენთქა ქვესკნელს,
დღეს შემისრულდა ბედი და ვხუმრობ

და მეცინება და მემღერება,
რადგანაც ვიცი, ვიცი რომ მისმენთ,
რადგანაც ციმციმს, ვარსკვლავთა ციმციმს
სულიც აჰყვება, სუნთქვებსაც ზღვის ფერთ

თქვენთან ამოაქვთ ხმა და სიტყვები,
ის საიდუმლო სიტყვები, რითიც,
თქვენი სიჩუმე ჩემთან ლექსად ჩანს,
თქვენი სიჩუმე, მუსიკად ისმის,

მე შემიძლია გითხრათ, რამდენი,
რამდენი რამე გავიგე, მივხვდი,
მე შემიძლია სიტყვების მირქმა
და შემიძლია უსიტყვოდ ფიქრიც,

მაგრამ როგორც ჩანს სისხლიც ორთქლდება,
თუ მის გახმობას ვერ ბედავს მიწა,
მიწამ ბალახი შეიჭრა თმებად,
როცა იწვიმა ისევ დაიწნა

და წვიმის შემდეგ, ფერთა კრთომისას,
მე სხივებს ვამსხვრევ ბროლისა ჭიქით,
როგორც ნიშანი თქვენდა ხსოვნისა,
ქვეყნის გადაღმა ვინცა ხართ, იქით.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline miltoni (46)
ბრიტანეთის ოკეანეთი, British Oceania



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.