Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ისევ დამეფანტე..

ისე მომენატრე,
ისე გაგიჟებით,
რომ გულს დაემართა ვნების არითმია.
შენგან ნაფერები,
წვანან კლავიშები,
ჟღერენ შავ-თეთრ ფერში,
რითმებს განიცდიან.
და ეს ნაბიჯებიც,
ჩუმი გარინდებით,
ჩვენ შორის სიშორის ტოლი მანძილია.
ვცვდებით,
არ ვიცვლებით,
როგორც ქარიშხლები,
ქვიშის საათებიც თავქვე გაგვირბიან.
ისე მომენატრე,
ისე გაგიჟებით,
სულში უფერული წვიმის აპრილია.
ისევ დამეფანტე..

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.