Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

სახეს ხელები...

სახეს ხელები! სახეს ხელები!- თეთრი კედრები...
გთხოვ, ახლა მარტოს ნუ დაგვტოვებ მე და სამყაროს!...
შენი ხელები- უფლისადმი ჩუმი ვედრება,



რომ დრომ და სივრცემ ერთმანეთთან აღარ გაგვყაროს.

ჩემი ბუნება-შენთვის ჩელოს უვერტურაა...
და ეს ისაა, რაც ყოველთვის ვიქნები შენთვის...
მე აღარ გკითხავ არასოდეს მოხვალ თუ არა.
შენც შეხვედრაზე, ნურასოდეს ნურაფერს მეტყვი.

ნიავღვარივით მოვარდნილი, შენს სიმფონიებს
დავაბოლოვებ ჩელოს სიმზე ბოლო აკორდით...
რაც შენ გეხება ყველაფერი ჩემი მგონია....
შენზე ვფიქრობ და ფიქრებიც კი ლექსი გამოდის.

თუ ჩემთვის, ჩემი მიწიერი შვილის სული ხარ...
(შვილი სიკეთის ინსტიქტია ტყეში მტაცებლის)
მოგონებებად ბავშვობიდან გამომყოლიხარ,
არ მაქვს სურვილი უცოდველის ცოდვით დაცემის.

სახეს ხელები!-სახეს ხელები!- თეთრი კედრები...



გთხოვ, ახლა მართლა ხათაბალას არ გადამყარო!...
შენ იტირე და დედამიწა არ დაბერდება,
განიწმინდება სინანულით მთელი სამყარო.

Tags:

 
Interesting
positive votes: 17  |  negative votes: 1

Write comment:

tokoabe (27)
შენ იტირე და დედამიწა არ დაბერდება,
განიწმინდება სინანულით მთელი სამყარო... James For You
#2, 04.10.2011 - 11:44
agni121 (39)
რაც შენ გეხება ყველაფერი ჩემი მგონია....
შენზე ვფიქრობ და ფიქრებიც კი ლექსი გამოდის
#1, 03.10.2011 - 00:36
03.10.2011 - 16:10
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.