Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nuca123 blog

მზის ქორწილი შემოდგომაზე

მესმის შემოდგომის ჩურჩული ჩუმი,
ოქროსფერ მტვერში იწვის დედამიწა,
ნაქარგი ლაჟვარდით, მზის მწველი სხივი,
ალმურმოდებული ეხვევა მთაწმინდას.



იისფერ ნოტებს რითმავს ბინდ-ბუნდი,
ცა ოქროსფერად ირთვება ფარჩით,
სიცოცხლის ამგვარ ორომტრიალში,
მარგალიტები იბნევა ქარში..

ფერხულში ჩაბმულან ვარსკვლავფერიები,
გაჩაღებულა ქორწილი ცაში,
მზე ჩვენს მიწასთან ჯვარდაწერილი,
მოხატულ თვალ-წარბს განიბანს ცვარში
(მარიკო ოქროპირიძე)

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline nuca123 (21)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.