Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Eagle89 blog

ერთი პატარა ისტორიის მცირე ნაწილი ( ნაწილი 3 )

- მართლა დაშორდა?

- ხო რავი ეგრე გავიგე.

- არ იცი დროებით წაკინკლავდნენ თუ იმენა დაშორდნენ?

- არ ვიცი ზუსტად არაფერი, ვიცი რომ ეხლა ერთად არარ არიან.

- გასაგებია.

- წამო ჩემთან წავიდეთ, ლილი ჩემთანაა და ვნახოთ რა იქნება.

- კაი წავიდეთ.

გიო და ლადო ლადოსთან წავიდნენ, მტელი გზა გიო იმაზე ფიქრობდა რა მოემოქმედა როცა ლილის ნახავდა, როგორ მოქცეულიყო, რა ეთქვა, რომ არავის არაფერი ეეჭვა. ამ ფიქრებში გართული ავიდა გიო ლადოსთან.

- გამარჯობა დე.

- გამარჯობათ ლალი დეიდა.

- გამარჯობა ბიჭებო. გიო როგორ ხარ?

- რავი არა მიშავს, თქვენ ხომ კარგად?

- ჩვენც არა გვიშავს მადლობა. იმ ოთახში შედით გოგოები იქეთ არიან.

ლალიმ ბიჭებს ოთახისკენ მიუთითა და გიო და ლადოც იქ შევიდნენ. შევიდნენ და გიოს რაც კი უფიქრია, რა უნდა გაეკეთებინა, რა ეთქვა, როგორ მოქცეულიყო, ყველაფერი თავიდან ამოუვარდა და ინსტინქტების იმედზეღა დარჩა. ოთახში ლადოს და, შეყვარებული და ლილი ისხდნენ. გიორგიმ როგორც იყო მოახერხა ყველას მისალმებოდა და სარგადაყლაპულივით დაჯდა სკამზე, ისე იყო რომ დანა პირს ვერ გაუხსნიდა. დაიწყო მხიარულება, საუბარი ხუმრობა, გიოც ზრდილობის გამო ხანდახან გაიღიმებოდა, მას თავისი გაჭირვება ქონდა, როგორ წამოეწყო ლილისთან საუბარი ისე რომ გოგოებს არაფერი ეეჭვათ, თუმცა საღამო ისე გადიოდა რომ მხოლოდ ზოგად თემებზე თუ ახერხებდა საუბარს, ფიქრობდა ეძებდა გზას როგორ წამოეწყო ლილისთან დაახლოვება და მაშინ როდესაც თითქოს ყველაფერი დასასრულისკენ მიდიოდა და გიოს ვეღარაფერი იხნიდა მას მშველელად ლადოს შეყვარებული მოევლინა

- უკვე გვიანია და მე დღეს ღამე ლილისთან ვრჩები, უნდა წავიდეთ და ლადო გაგვაცილე რა.

- კი რა თქმა უნდა.

- მეც მოვდივარ, მეც სახლში უნდა წავიდე მალე და რარაც გზა ერთად გვაქვს გასავლელი

თქვა გიომ და ჩაცმა დაიწყო. ვერ გაეგო თუ რა ხდება, მაგრამ რარაც კარნახობდა რომ ესე უნდა მოქცეულიყო. და აი ოთხნი წავიდნენ ლადოსგან. ლილი ლადოს სახლისგან შორს არ ცხოვრობდა ამიტომ ყველანი ფეხით მიდიოდნენ. საღამო იყო სუსხიანი, მოწმენდილი ცა და მთვარე, მაგრამ ერთი ადამიანი ამას ვერაფერს ამჩნევდა... დიახ სწორედ მიხვდით გიო.... გზაში ბევრი ილაპარაკეს იხუმრეს, ძირითადად ლადო და გიო ერთმანეთს ეღადავებოდნენ და ყველანი მხიარულობდნენ, შემდეგ გოგოებისჯერიც დადგა, მათაც დაიწყეს ძველი ამბების გახსენება და ერთმანეთზე ხუმრობა. ამ ხუმრობა-ხუმრობაში მივიდნენ ლილის სახლთან.

- ლილი ხვალე მე და ლადო ერთ ჩვენ ძმაკაცთან მივდივართ და იქნებ თქვენც მოსულიყავით.

- ხვალე გამოცდა მაქვს და გამოცდის მერე მოვალთ ალბათ.

- ძალიან კარგი აბა ხვალამდე.

ბიჭები გოგოებს დაემშვიდობნენ და სახლებში წავიდნენ. გათენდა მეორე დღე, გიოს მთელი ღამე არ სძინებია, ფიქორბდა თუ როგორ ჩაივლიდა შემდეგი დღე. დილას ადრიანად ადგა და დაიწყო მომზადება, მერე ნაშუადღევს მეგობართან ჩავიდა სადაც უნდა შეკრებილიყვნენ, მოეხმარა ყველაფრის მომზადებაში, ფირობდა თითოეულ წვრილმანზე როგორ იქნებოდა უკეთესი, რომ რაც შეიძლება კარგი შთაბეჭდილება დაეტოვებინა ლილიზე, ყველაფერს დიდი გულისყურით ეკიდებოდა, ამასობაში ლადოს შეყვარებულმა დაურეკა და სთხოვა რომ შეხვედროდა, რადგან ზუსტი მისამართი არ იცოდა.

- ლადო მეც წამოვალ შენთან ერთად.

- წამო შე ცუღლუტო

გიო და ლადო წავიდნენ, შუადღე გადასული იყო, მაგრამ თბილისში ყოველთვის არის მძიმე ჰაერი და მანქანბების მტვერი, რაც სუნთქვას საკამოდ ართულებს, გიოს ეს ერთიორად აწვებოდა გულზე.

- გამარჯობა გიო

- გამარჯობა ლილი, როგორ ხარ?

- არა მიშავს, შენ?

- მეც ვაარ რა. იმედი მაქვს მალე უკეთ ვიქნები....

- რას გულისხმობ?

- განსაკუთრებულს არაფერს, წამო წავიდეთ

წავიდნენ ყველანი ერთად და მივიდნენ გიოს და ლადოს მეგობართან სახლში, გაიშალა სუფრა,დაიწყო მხიარულება, გიომაც ნელნელა ალღო აუღო ლილის გარემოცვაში ყოფნას და შედარებით თავისუფლად დაიწყო მოქცევა.

- გიო მოდი ეხლა რამე ორიგინალურები და თან სერიოზული სადღეგრძელოები დავლიოთ, ყველამ თითო-თითო.

- კარგია რაზე ბაზარი. მე დავიწყო?

- ხო.

- კაი. ერთ წუთს.... კაი მაშინ მოდი ასე ვიყვი, ეს სიყვარულს გაუმარჯოს წარუმატებლად რომ დამთავრდა და ჭკუა გვასწავლა.

თქვა გიომ და ბოლომდე დაცალა, თან ლილის რეაქციას უყურებდა, მის სახეზე მიხვდა რომ ზუსტად ათიანში გაარტყა. ამის შემდეგ საღამო მშვიდად წარიმართა და დაშლის დრო რომ მოვიდა გიო წამოდგა

- როგორც ვატყობთ დაშლის დროა, მე არსად მეჩქარება და მოდი ლავიდ მეც ტქვენთან ერთად წამოვალ, მივაცილოთ გოგოები და მერე სახლებში წავიდეთ.

- ჯიგარი ხარ გიო მეც ეგ მინდოდა.

ადგნენ ჩაიცვეს და წავიდნენ, ლადოს შეყვარებული უნდა მიეცილებინა სახლამდე, ლილი კიდე სხვა მხარეს იყო წასასვლელი, უხერხული სიტუაცია ცამოვარდებოდა გიოს ინიციატივა რომ არ გამოეჩინა

- მოდი ლადო შენ შეყვარებული მიაცილე სახლამდე და მე ლილის გავყვები, შენ ნახვას ხვალეც მოვახერხებ

- ხო მართალი ხარ ეგრე იყოს აბა მაგრად.

გამოემშვიდობნენ გოგო-ბიჭები ერთმანთშ და წავიდნენ. ლილი და გიორგი გზას გაუდგნენ, საუბრის ინიციატივა უცებ ლილიმ გამოიჩინა

- აი შეგრჩი მე, ალბათ სულ არ გინდოდა მაგრამ ესეა.

- ხუმრობ ხომ?

- არა

- კი მაგრამ მე ვთქვი ლილის გავაცილებ თქო და...

- ხო მართალი ხარ...

ამ საუბარში გართულები ლილი და გიო მეტროში ჩავიდნენ, ვაგონში ხალხი თითქმის არ იყო, ამიტომ თავისუფლად ლაპარაკობდნენ, გიო კიდევ მეტად გათამამდა და ეხლა იმაზე ფიქრობდა როგორ გამოერთმია ტელეფონის ნომერი და შეთანხმებოდა ინტერნეტში დამეგობრებაზე ისე რომ ეჭვები არ აღეძრა. საუბარმა ორივე მათგანი ბავშვობაში გადააგდო და იქმდე მიიყვანა რომ ცნობილ მულტსერიალ გრენდაიზერზე ჩამოვარდა საუბარი.

- აუ გუშინ ინტერნეტში მაგის მუსიკა მინდოდა მენახა და ვერ ვნახე გიო.

და ამ დროს გიოს თავში გაუელვა

- მე ვიცი, მაქვს მაგ სიმღერა და თუ გინდა ინტერნეტში რომელიმე საიტზე დაგიმატებ მეგობრებში და ლინკს გამოგიგზავნი.

- კარგი იქნება.

გიოს თავის თავის გაუკვირდა ამდენი მაინც რომ მოახერხა. ამასობაში გიომ ლილი სახლამდე მიაცილა, გამოემშვიდობა და შეიპირა, ეხლა სახლში მივალ და ლინკს გადმოგიგზავნიო. ვერ იჯერებდა ჩვენი გმირი რომ ყველაფერი ნელნელა ეწყობოდა, მასში უცებ მონადირის ინსტინქტმა იფეთქა და რამდენიმე წამში წინასწარ დაინახა მოვლენათა ყველა შესაძლო განვითარება და მიხვდა რომ შეცდომას თუ არ დაუშვებდა ყველაფერი კარგად იქნებოდა. მთელი გზა როდესაც გიო სახლისკენ მიდიოდა ოცნებებში იყო გადავარდნილი სულ ერთმანეთზე უფრო საოცნებო მომავალს ხედავდა, და ყველა მათგანს ლილი აერთიანებდა იმ მომენტში მისთვის ის იყო ყველაფერი... ამ ოცნებებში გართული მივიდა გიო სახლში სასწრაფოდ ჩართო კომპიუტერი შევიდა ოდნოკლასნიკებზე და დაიმატა ლილი მეგობრებში, არმდენიმე წუთში ლილიმაც დაიმატა გიო მეგობრებში და გამოაგზავნა წერილი

- როგორ ხარ გიო? როგორ მიხვედი სახლში?


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

რატომ არ გინდა რომ დაწერო?ასე ხომ ინტერესი დაეკარგება.
#4, 01.10.2011 - 23:59
NiIiNikOo (23)
daamtavre raa:(( sainteresoa:))
#3, 01.10.2011 - 22:55
Eagle89 (29)
გაგრძელება აქვს მაგრამ არ ვიცი დავცერ თუ არა
#2, 01.10.2011 - 22:41
და კიდევ გაგრძელდება?
#1, 01.10.2011 - 22:35
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.