Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nightprincess blog

“მე მიყვარს!”.................:)

ნახე,აღარ ტრიალებს.. თითქოს გაჩერდა და ჰაერიც გაქრა.. ვგრძნობ,ვგრძნობ როგორ მეყინება სხეულში სისხლი ან საერთოდაც რისთვის მჭირდება ეს ბლანტი,წითელი სითხე ძარღვებში.. თუმცა უკვე იცი წითელიც აღარ არის,შენ მოახერხე გათეთრებულიყო.. საერთოდ ჩემი გული მის გარეშეც ფეთქავს,გინდა ვთქვა რომ შენით ფეთქავს? ეს ხომ დიდი ტყუილი იქნება.. მაგრამ ამ წამს უფრო დიდი ტყუილი ვთქვი.. თუმცა აი შენ,რომ ჩემს გულზე ამხელა ზემოქმედება შეგეძლოს,უკვე დიდი ხნის გაჩერებული იქნებოდა დამიჯერე..”



აბა თქვი "მე მიყვაარს!" :ჩხკ: ყველაზე ლამაზი სურათია ამ ქვეყნად.. ))

მოიცათ,მოიცათ.. თქვენ გგონიათ ახლა შეყვარებული გოგოს წერილს კითხულობთ? რა სისულელეა.. ჰო,ამ წამს ვთქვი რომ სიყვარული სისულელეა.. ყველაზე დიდი სისულელე,რასაც ადამიანი მთელი თავის ცხოვრების მანძილზე სჩადის… და პირველი არ ვარ ვინც ამას იძახის.. მერე ნამდვილი სიყვარულიო,მთელ ცხოვრებას იმ ერთს რომ მიუძღვნიო და კუბოს კარამდე უერთგულებო.. ოჰ,ოჰ,ოოოჰ.. რა ამბავია კაცო,აცოცხლეთ ადამიანები. .რა დროს კუბოა.. ეეჰმ,სადღაა ასეთი სიყვარული.. ცანცარმა და გართობამ ჩაანაცვლა ყოველივე.. რატომ უნდა წერდეს თხუთმეტი წლის გოგო ასეთი ემოციებით ამ გრძნობაზე? ან საერთოდ ბლოგზე,რომ შემოდიხართ რა გგონიათ რომ თუკი არ მიყვარს ასე ვერ დავწერ?


მაშინ აბა ერთად დავფიქრდეთ,როდესაც თითოული ჩვენგანი იბადება მისი გული ფეთქავს და რომ ფეთქავს ეს ნიშნავს უკვე,რომ უყვარს.. რა? რა და სიცოცხლე,ცხოვრება.. უყვარს ყველაფერი რაც მის ირგვლივაა,მერე წლები გადის და ეს სიყვარული გულში ეყინება,რატომ? იმიტომ,რომ ბევრი ჩვენგანი ამ გრძნობას ვერ გამოხატავს.. თანაც ქვეყნად ამ სიყვარულს არავინ პასუხობს.. იმიტომ,რომ უფრო და უფრო აცნობიერებს,რომ ეს ცხოვრება მისთვის საყვარელი სულაც არ ყოფილა.. და,რომ ამ ქვეყნად ყოველთვის იპოვნი მოწყენილობისთვის მიზეზს..

მერე,მე მივხვდი რომ თუკი მოვინდომებდი,ბედნიერებისთვისაც საკმაოდ ბევრი მიზეზის პოვნა შემეძლო და ვიპოვნე კიდეც..

მე ბედნიერი ვარ,მე მიყვარს,მე ცხოვრება მიხარია,მე მყავს მეგობრები,მე ვარ თავისუფალი და საკმარისად კომუნიკაბელური რომ როდესაც ჩემს ირგვლივ თანატოლები ერთობიან მე კუთხეში არ აღმოვჩნდე და ისევ მოვიწყინო იმის მოლოდინში,რომ ვინმე მთხოვს ჩვენთანე ერთად გაერთე და შეიყვარეო.. მე ბედნიერი ვარ იმით,რომ ის ადამიანი ვარ ვინც იქით იწვევს ბედნიერების შესაგრძნობად დანარჩენებს.. ნამდვილი მხიარულებისა და ბედნიერების და არა ძალით,ილუზიით შექმნილის..

ამ დილით სიზმარი ვნახე,ძალიან ლამაზი სიზმარი.. ვნახე ის ადამიანები,რომლებიც დიდი ხანია აღარ მინახავს.. ესე იგი მომნატრებია.. საკუთარი ქვეცნობიერი მებრძვის.. ორჯერ გამეღვიძა და ჩამეძინა და ორივეჯერ სიზმარი გაგრძელდა.. დიდი უცნაურობა იყო.. მერე მივხვდი,რომ ნამდვილად შეყვარებული ვარ.. თანაც ყველაზე,ბევრ ვინმეზე და რამეზე.. ადამიანებზე.. მე ისინი მიყვარს და თუნდაც ეგოისტურად გამომდიოდეს,ყველაფერს დავთმობდი რომ მათაც ვუყვარდე.. ყველაზე ცუდად კი ის მხდის,რომ ვიცი ყველას ვერ ეყვარები..

მე ამაყი ვარ,რომ შემიძლია ვთქვა ის ადამიანი ვარ.. ვინაც მოახერხა და დაბადებისას ჩემს გულში ჩადებული სიყვარული დღემდე შევინარჩუნე და იქვე,ჩემი სულის ზარდახშაში ვინახავ.. არა,არაა.. კი არ ვინახავ უბრალოდ ვუფრთხილდები,რომ სულ ერთიანად არ შემომეხარჯოს.. მინდა მთელი ცხოვრების მანძილზე მეყოს,აი ამ შემთხვევაში ვთქვათ კუბოს კარამდეო..

მინდოდა უბრალოდ მეთქვა,რომ თქვენ ყველანი ჩემსავით ყოველთვის შეყვარებულები ხართ,მხოლოდ ამას ვერ ხვდებით.. არასდროს თქვათ,რომ არ გიყვართ.. იმიტომ,რომ ყოველთვის,ყველას გვიყვარს თანაც ძალიან.. ზოგს რა.. და ზოგსაც რაა..

აბა თქვენს გაყინულ გულებში ჩაიხედეთ და მიპასუხეთ,ვის რა გიყვართ?????????????????:)


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

:) ra???:)
#1, 14.10.2011 - 03:22
 

User
offline
offline nightprincess (24)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.